
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე და პოპულარული მოცეკვავეები, ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი, საზოგადოებაში დიდ სიმპათიას იმსახურებენ და მათი ერთობლივი გამოჩენა ყოველთვის დადებით შეფასებებს იწვევს.
წყვილმა ახლახან სოციალურ ქსელში ახალი ერთობლივი ფოტო გაავრცელა.
ჯულიანა და ოთო წლების განმავლობაში ტელეეკრანზე არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ გულწრფელი ქიმიითა და დადებითი ენერგიითაც გამოირჩევიან, რის გამოც დღესაც მათ უამრავი ერთგული მხარდამჭერი ჰყავთ.
მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.