Digest Logo

🎥 „ეს ჩემთვის ლეგენდარული მომენტია“ - ლაშა გურული

1757604673
ლაშა გურული

კარიერაში მესამე მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ამ შედეგს მოკრივემ, ლაშა გურულმა მიაღწია. 65 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ლივერპულში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალში გავიდა, რაც გარანტირებული მედალია. ლაშას მსოფლიოს ჩემპიონატებზე აქამდე ბრინჯაოს 2 მედალი აქვს მოპოვებული (2021, 2023წ.). ლივერპულში მიღწეული წარმატების შესახებ, ლაშა გურულმა ისაუბრა:

„მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვარ ნახევარფინალში, ასევე მაქვს ოლიმპიური მედალი. მიხარია, რომ შევძელი მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე ზედიზედ მედლის მოპოვება, ესეც ჩემებური ისტორიაა, შემიძლია საკუთარ თავს დავარქვა ლეგენდა, რადგან ლეგენდარული მომენტი არის ჩემთვის, ასეთი პატარა ქვეყნიდან როგორიც ჩვენ ვართ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უძლიერესი მოკრივეები ასპარეზობენ, კუბა, ამერიკა, ინგლისი და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ჩემს მეტოქეს, იყო ოლიმპიელი, საკმაოდ შედეგიანი - ევროპის ჩემპიონი, ევროპის თამაშების პრიზიორი და გუშინაც უპრობლემოდ გავიარეთ ეს წრე . მეოთხედფინალში შემხვდა ძალიან კარგი ინდოელი, ძლიერი გამოცდილება მომცა, სწორი მომზადების, სწორი ხასიათის ხარჯზე შევძელით და მოვიგეთ, მოვიპოვეთ ნახევარფინალის საგზური და გავინაღდეთ მედალი.

რაც შეეხება ნახევარფინალს, ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, მარჯვენა ხელი ტრავმირებული მაქვს. დიდი ხანია ამ ტრავმას ვებრძვით, უკვე ბოლოს მეგონა მსოფლიოს ჩემპიონატამდე, რომ აღარ მაწუხებდა, მაგრამ პირველივე ბრძოლაზე პირველი დარტყმისას ხელი ისევ დამისივდა და ასე მიწევს ბრძოლების ჩატარება. ნახევარფინალში ვიბრძოლებ ფინალის საგზურისთვის, მთავარია ხელმა მოგვცეს შესაძლებლობა. უკვე ბოლო რამდენიმე წელია ფაქტობრივად ერთი ხელით ვიბრძვი და მარტო იმ მომენტში ვიყენებ ამ მარჯვენა ხელს, როდესაც მარცხენით გავასუფთავებ მდგომარეობას და მხოლოდ ქულას ვიღებ, მარჯვენა ხელით ჩემი შესაძლებლობის 40%-ს ვიყენებ,მაგრამ ასეთი გზის გავლა მომიწია და მადლობა ღმერთს. ყველა რთული სიტუაცია მე მაძლიერებს და ბევრად ძლიერს მხდის. ამიტომაც წინა ხელით იმდენად კარგად ვისწავლე კრივი და ისე კარგად დავხვეწე, ტრავმას რომ მოვირჩენ კიდევ უფრო ბევრად ძლიერი ვიქნები.

ნახევარფინალისთვის ცოტას დავისვენებ, ტრავმას მივხედავ და 13 სექტემბერს ვიბრძოლებ.

მადლობა მინდა ვუთხრა, ჩვენ მწვრთნელებს ფედერაციას და ყველას მხარადაჭერისა და გულშემატკივრობისთვის“, აღნიშნა ლაშა გურულმა.

ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში უზბეკ ასადხუჯა მუიდინხუჯაევს შეხვდება. დაპირისპირება 13 სექტემბერს გაიმართება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმედია რომ ჩავალ სხვა ქართველი იუთუბერი არ დამხვდება შეჭმული...“ - სად აპირებს ამჯერად მოგზაურობას გიგი ქათამაძე?

⭕„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება 

🎥 „კუდია თუ კუდიანი?“ - კახაბერ შარტავა მარიამ ციმინტიასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს