Digest Logo

„ეს იოანეა, 5 წლის, ოქტომბერში დაიწყო წამლის ვოზორიტიდის მიღება და მას მერე 7 სანტიმეტრი აქვს მომატებული“ – რას წერს მაკუნა გოჩიაშვილი?

1726330341
ეს იოანეა, 5 წლის

მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის ფოტოებს გვიზიარებს.

როგორც მაკუნა აღნიშნავს, ვოზორიტიდით მკურნალობის შემდეგ იოანეს 7 სანტიმეტრი აქვს მომატებული.

მაკუნა გოჩაშვილი, რომელიც თავადაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედაა, ასევე წერს, რომ მის შვილს ერთ თვეში გადაამოწმებენ.

„ეს საოცარი before-after მინდა გაგიზიაროთ

ეს იოანეა, 5 წლის, ოქტომბერში დაიწყო წამლის – Vosoritide – მიღება და მას მერე 7 სანტიმეტრი აქვს მომატებული. ფოტო მარცხნივ გადაღებულია ზუსტად ერთი წლის წინ, ფოტო მარჯვნივ – რამდენიმე დღისაა.

ამ ეტაპზე უკვე 16 ბავშვია ჩართული ვოზორიტიდით მკურნალობაში, გამოჩნდნენ ახლებიც, რეგიონებიდან და სარგებლობენ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევითა თუ მკურნალობით, არა მხოლოდ ამ წამლით.

პეტრეს გადავამოწმებთ ერთ თვეში და დაგააფდეითებთ“ – წერს მაკუნა.

 

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ არის კარგი ახალ ადგილას სამსახურის დაწყება და უფროსებთან დაკავშირება“ - 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕„საოცარი მამის უმაგრესი შვილი იყო მართლაც ზურა! თავმდაბალი და უსაყვარლესი ადამიანი...“ - მაკა რაზმაძე ზურა ბერიკაშვილს ემშვიდობება

🎥 ნინიკო მამარდაშვილის გრანდიოზული დაბადების დღე - ნახეთ კადრები გიორგი მამარდაშვილის დის იუბილედან