Digest Logo

„იღბალი პირდაპირ თან გდევთ, ყველაფერი გამოგდით“ - 7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1754511571
კვირის ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 7 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს: 

ჰოროსკოპი 7 აგვისტოსთვის

მთვარის დღე – 14 / 15

მთვარის ფაზა – მზარდი მთვარე თხის რქაში

ვერძი

კარგი დღე დასვენებისთვის – თუმცა ყველასთვის ეს შესაძლებლობა არ იქნება. სამსახურში მხოლოდ აუცილებელი საქმეები გააკეთეთ. რთულ საქმეს ჯობს თავი არ მოჰკიდოთ – ენერგია არ გეყოფათ. თუ შეგიძლიათ, გაატარეთ დრო ოჯახთან, ბავშვებთან. წადით კინოში ან გასართობ ცენტრში. ახლობლებთან გულწრფელად ისაუბრეთ, ნუ დამალავთ, რაც გაწუხებთ.

კურო

იღბალი პირდაპირ თან გდევთ – ყველაფერი გამოგდით. ამან თქვენი თვითშეფასება გაზარდა, ხელმძღვანელობაც მოგაქცევთ ყურადღებას. ზოგიერთ კოლეგას გაეხარდება, თუმცა შურის თვალითაც შემოგხედავენ. ყურადღება მიაქციეთ სიმბოლოებს და მოვლენებს – ისინი მიმართულებას გიჩვენებენ.

ტყუპები

თუ სამუშაოზე მეტად დასვენება გინდათ – საკუთარ თავს ნება მიეცით. ძირითადი საქმეებისთვის დრო გამოყავით, დანარჩენი კი გადადეთ. კარგი დღეა მეგობრებთან შეხვედრისთვის, შოპინგისთვის, კაფეში ჯდომისა და სიახლეების გასაზიარებლად. ზოგიერთს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება.

კირჩხიბი

დაინტერესდით ჯანმრთელობით. თუ გჭირდებათ, ექიმთან ჩაეწერეთ. თუ თავს კარგად გრძნობთ, ივარჯიშეთ ან უბრალოდ ბუნებაში ისეირნეთ. თუ ახლობლებთან კითხვები დაგიგროვდათ, დღეს კარგი დროა საუბრისთვის – შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა. მაგრამ საქმიანი მოლაპარაკებებისთვის დღე ნაკლებად შესაფერისია.

ლომი

ხარჯების დაგეგმვისა და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. ვიღაცისთვის ეს იქნება დამატებითი შემოსავალი, სხვებისთვის კი – ბიუჯეტის სწორად გადანაწილება. ოჯახის გარემოცვაში დროის გატარება სასიამოვნო იქნება – შესაძლოა, სტუმრად ნათესავები გეწვიონ.

ქალწული

დღეს ახალი ნაცნობობა უკეთ ჯობია გადადოთ – შედეგი არ იქნება სასიამოვნო. უფრო მოსახერხებელია ოცნება, მიზნების ვიზუალიზაცია და მომავლის წარმოდგენა. გააფართოვეთ ხედვის ჰორიზონტები. შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს – არ თქვათ უარი.

სასწორი

ზოგს მოჭარბებული პროდუქტიულობა ექნება, რაც შემოსავალზეც აისახება. სხვებისთვის კი ყოველდღიური საქმეები დიდ დროს წაიღებს. მაინც ეცადეთ სახლიდან გასვლას – ახალი შთაბეჭდილებები დაგჭირდებათ. თუ გარშემო ვინმე დახმარებას საჭიროებს – დაეხმარეთ.

მორიელი

დღეს შეგიძლიათ კოლეგებისა და ახლობლების მხარდაჭერაზე დაყრდნობით – საქმეები სწრაფად წაიყვანოთ წინ. თავადაც იყავით აქტიური და არა მხოლოდ დამრიგებელი. ზოგი პრობლემის ფესვები წარსულშია – გაანალიზება დაგეხმარებათ უკეთ მოგვარებაში. კარგი დროა შესაძენადაც.

მშვილდოსანი

სავარაუდოა პრემია ან ვალის დაბრუნება. მოუსმინეთ კოლეგებს – შეიძლება გაიგოთ შეთავაზება დაწინაურებაზე ან სამსახურის შეცვლაზე. თავისუფალ მშვილდოსნებს საინტერესო ადამიანი შეხვდებათ, მაგრამ შეიძლება სერიოზულად არ აღიქვათ – იმდენად ხარ საქმით დაკავებული.

თხის რქა

დღეს უჩვეულოდ კომუნიკაბელური იქნებით – ეს ახლობლებსაც და კოლეგებსაც გააკვირვებს. ეს დაგეხმარებათ ახალი ნაცნობების შეძენასა და კონტაქტების გაფართოებაში. საყვარელ ადამიანთან შეიძლება იყოს გაუგებრობა – მით უმეტეს ყოფით საკითხებზე. მოაწყვეთ რომანტიკული საღამო, რომ განტვირთოთ დაძაბულობა.

მერწყული

დღე მიუძღვენით ოჯახს – მეგობრების ნაცვლად. ეს დააახლოებს და გაგიადვილებთ ურთიერთგაგებას. შეგიძლიათ ერთად იყიდოთ პროდუქტები, მოამზადოთ სადილი ან ვახშამი. კარგი დროა ფილმის საყურებლად, საერთო ჰობისთვის ან ერთობლივ აქტივობაზე წასასვლელად. შეიძლება მნიშვნელოვანი ამბავი გაიგოთ, რომელიც ბევრ რამეს შეგაცვლევინებთ.

თევზები

სულიერი პრაქტიკა, იოგა ან მედიტაცია დაგეხმარებათ განტვირთვაში. თუ ეს თქვენთვის უცხოა – უბრალოდ ისეირნეთ ბუნებაში. შეიძლება გაჩნდეს ინფორმაცია, რომელიც ძველ წესრიგს შეარყევს და ახალ შთაგონებას მოგიტანთ. საღამო სჯობს ახლობლებთან გაატაროთ – მხიარულ ღონისძიებებს თავი აარიდეთ.

გისურვებთ ბედნიერ და იღბლიან დღეს!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობს

⭕სად ატარებენ თაფლობის თვეს კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი - ნახეთ კადრები

🎥 საზარელი დღე, ანაკონდას ამოყვანა მდინარიდან და ეპიკური მომენტები ამაზონის ჯუნგლებში - გიორგი ჯობავა ხმაურიანი მოგზაურობის შემდეგ ვიდეოს აქვეყნებს