Digest Logo

„ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმას, რომ გრიპის ეპიდემია ევროპულ რეგიონში დაწყებულია“ - ზაზა წერეთელი

1669886874
ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპაში გრიპის ეპიდემია მძვინვარებს.

მისივე თქმით, ჰოსპიტალიზაციის ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც და PAHO/WHO მოუწოდა ქვეყნებს სიფხიზლისკენ, რამე თუ ისინი ახლა დგანან RSV, COVID-19 და გრიპის ინფექციების ერთდროული ტალღების წინაშე.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების ფონზე, აუცილებელია, შემდგომი მონიტორინგი და კლინიცისტების ცნობიერების ამაღლება.

„გრიპის შემთხვევების მატებაა, ჭორები დადის საქართველოში...ნუ, ჭორები ჭორებად და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ევროპაში არსებულ რეალურ სიტუაციას ახასიათებს და ეს სიტუაცია შემდეგნაირია
ყველა სენტინელი პირველადი ჯანდაცვის ნიმუშებში გრიპის ვირუსის დადებით პასუხის პროცენტული მაჩვენებელი პაციენტებიდან, რომლებსაც აღენიშნებოდათ მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომები, მეორე კვირააა რჩება სტაბილურად 12%-ის ფარგლებში. შესაბამისად ეს მაჩვენებელი მეტია ევროპის მიერ დადგენილი ეპიდ ზღავრის 10%-იან მაჩვენებელზე, რაც მიუთითებს იმას რომ გრიპის ეპიდემია ევროპულ რეგიონში დაწყებულია. საინტერესოა რომ ასე ადრე გრიპის ეპიდემია ევროპაში ბოლო 4 წლის განმავლობაში არ დაწყებულა.

განმარტებისათის სენტინელური მეთვალყურეობა არის - სპეციფიკური დაავადებების/მდგომარეობების გაჩენის სიხშირის მონიტორინგი ექიმების, ლაბორატორიებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტების ნებაყოფლობითი ქსელის მეშვეობით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დონის სტაბილურობის ან ცვლილების შესაფასებლად.

საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ისრაელმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ (შოტლანდია) განაცხადეს, რომ სეზონური გრიპის მაჩვენებელი 10%-ზე მეტი იყო სენტინელ პირველადი ჯანდაცვის სფეროში.

ამ მომენტისათის ევროპაში როგორც A, ასევე B ტიპის გრიპის ვირუსები გამოვლინდა ყველა მონიტორინგის სისტემაში. გრიპის A(H3) ვირუსები დომინანტურია სენტინელ და არასენტინელური ზედამხედველობის სისტემებში.
ჰოსპიტალიზირებული შემთხვევები დადასტურებული გრიპის ვირუსით ინფექციით დაფიქსირდა ICU განყოფილებებიდან (2 ტიპის A ვირუსი და 1 ტიპის B ვირუსი), სხვა პალატებში (63 ტიპის A ვირუსი და 3 ტიპის ვირუსი) და SARI მეთვალყურეობის (33 ტიპის B ვირუსი, საიდანაც 19 იყო ყაზახეთიდან და 19 A ტიპის ვირუსი).
აქვე უნდა აღინიშნოს რომ ევროპაში ასევე ე.წ რესპირატორული სინციციალური (sin-SISH-uhl) ვირუსით, ან RSV , ინფიცირების შემთხვევების მატება ფიქსირდება რესპირატორული სინციციალური ვირუსის (RSV) ინფექციების მზარდი შემთხვევები დაფიქსირდა ევროკავშირის/EEA-ს 13 წევრ ქვეყანაში (დანია, საფრანგეთი, გერმანია, ხორვატია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი), ასევე გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი).

ანალოგიურად, RSV შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც და PAHO/WHO მოუწოდა ქვეყნებს სიფხიზლისკენ, რამე თუ ისინი ახალ დგანან RSV, COVID-19 და გრიპის ინფექციების ერთდროული ტალღების წინაშე.

RSV არის საერთო რესპირატორული ვირუსი, რომელიც ზოგადად იწვევს მსუბუქ რესპირატორულ სიმპტომებს. თუმცა, მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ავადმყოფობა ჩვილებსა და მოხუცებში და არის ამ ჯგუფებში ბრონქიოლიტისა და პნევმონიის ძირითადი მიზეზი.

ევროპაში ბოლო კვირის მდგომარეობით, ბრონქიოლიტის გამო სასწრაფო დახმარების განყოფილებებში ვიზიტები კვლავ გაიზარდა სკოლის არდადეგების ხანმოკლე შემცირების შემდეგ, განსაკუთრებით ორ წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს უკვე ზედიზედ მესამე კვირაა როდესაც ბრონქიოლიტი იყო ჰოსპიტალიზაციის მთავარი მიზეზი ორ წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ვიზიტის შემდეგ.

რიგმა ქვეყნებმა დააფიქსირეს RSV-ის გამოვლენის ზრდა უფრო ადრე ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. საფრანგეთმა, ირლანდიამ, ესპანეთმა, შვედეთმა და შეერთებულ შტატებმა პედიატრიულ საავადმყოფოებში პაციენტების ზრდა დააფიქსირეს.

შემთხვევების ადრეული ზრდა არ არის სრულიად მოულოდნელი, თუმცა საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს და კლინიცისტების ცნობიერების ამაღლებას“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მინდა მთელ სამყაროს ვუთხრა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ“ - 7 წლის ნიკოლოზმა სიმსივნე დაამარცხა

🔵„აუცილებლად შეასრულეთ ყველა დაპირება და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულება“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„დავით, ამ ფულს გაგიშრობ და შეგინახავ, მეგობარო“ – თორნიკე ნინიკაშვილმა საფულე მეორედ იპოვა