Digest Logo

🎥 „ეს მე ღმერთმა დამაკისრა და ერთგვარად ჯვრის ზიდვის ტოლფასია“ - უფლის „დამტირებელი“ ნაირა ნაჩხატაშვილი

1744995660
ნაირა ნაჩხატაშვილი

მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა, ტაძარში „იესოს დატირებას” ასრულებს. ხმა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში წლებია ისმოდა, ქრისტიანებისთვის ყველაზე მძიმე დღეს, ყოველ წითელ პარასკევს ისმის ნსწორედ მას ეკუთვნის.

დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი საგალობელი, „ვაი რა კარგი საჩინო“ რომელსაც ხალხი ღვთის მშობლის დატირებას ეძახის პირველადი 70-იანი წლების მიწურულს შეასრულა. 1979 წელს ილია მეორემ ამ საგალობლის შესაქმნელად კომპოზიტორები მოიწვია ხოლო ნაირა ნაჩხარტაშვილს მისი შესრულება სთხოვა.

საგალობელი პირველად სიონის ტაძარში შეასრულა.

„მინდა ხალხმა გაიგოს რისთვის და ვისთვის ეწამა ერთხელ ყველა დარჩეს თავის სინანულთან და ტკივილთან და ერთხელ მაინც იტიროს. 

ღმერთმა ეს მე დამაკისრა და ერთგვარად ჯვრის ზიდვის ტოლფასია. მე ვლოცულობ, რომ ღმერთმა ყველას მიუტევოს და ყველა მოვიდეს იმ გონზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე მოისურვოს ხალხისთვის“, - ამბობს იგი. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“ - გურამ დოჩანაშვილის განმარტება

⭕როგორ დავამარცხოთ ყოველდღიური ქაოსი? - 8 გასაღები სტრესისგან თავისუფალი ცხოვრებისთვის

⭕რა დაიშვება წითელ პარასკევს ხალხური რწმენით - „თუ ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ის ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება...“