
წითელი პარასკევისთვის, გარდა ქრისტიანული ტრადიციებისა, არსებობს ხალხური ადათ-წესებიც, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა და იკიდებდა ფეხს მორწმუნეთა შორის.
ხშირ შემთხვევაში ამ წესებს, რიტუალებსა თუ მინიშნებებს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, უფრო მეტიც, ისინი წარმართული პერიოდიდანაა შემორჩენილი, მაგრამ უკვე იმდენად მყარადაა გამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში, რომ ლამის გაიგივებულია კანონიკურ ტრადიციებთან.
ამბობენ, რომ წითელ პარასკევს გამომცხვარი პური არასდროს ობდება და თანაც სამკურნალო თვისება აქვს – ნებისმიერ ავადმყოფობას უხდება.
წინაპრების გადმოცემით, ამ დღეს ღუმლიდან გამოღებული ნაცარი ალკოჰოლიზმს, თვალისცემასა და ნაღველს კურნავს, ხოლო ტილო, რომელიც სახლის ყველა კუთხეს უნდა მოუსვათ და მერე უცხო თვალისთვის მოფარებულ ადგილზე შეინახოთ – მტკივან წელსა და ფეხებს.
გარდა ამისა, ძველების თქმით:
🔻 თუ მთელი დღის განმავლობაში არაფერს დალევთ, მთელი წლის განმავლობაში ვერანაირი სასმელი ვერაფერს გავნებთ;
🔻 თუ ბეჭდებს აკურთხებინებთ, მთელი წელი დაცული იქნებით ყველანაირი ავადმყოფობისგან;
🔻 თუ ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ის ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება;
🔻 თუ მოღრუბლული ამინდი იქნება – პურის ყანას სარეველა მოედება;
🔻 თუ ცა ვარსკვლავებიანი იქნება – ხორბალი მსხვილ თავთავს გაიკეთებს...
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამორჩეულად ნიჭიერ ქალბატონს ვულოცავ დაბადების დღეს“ - ნატო გელაშვილი იუბილარია
⭕საიდან იღებს სათავეს კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია და აკრძალვა, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ