Digest Logo

„ეს ოქროს გოგო, ჟურნალისტების იმ თაობას ეკუთვნის, დამოუკიდებელი ქართული მედიის სათავეებთან რომ იდგა“

1626628363
ჟურნალისტი ეკა ეგაძე

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი ნატო ონიანი გარდაცლილი კოლეგის ეკა ეგაძის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ახალი თაობის ჟურნალისტებს მის შესახებ უყვება:

„მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ - ეს ოქროს გოგო, ნიჭიერი, გონიერი, თბილი და ღიმილიანი ჟურნალისტების იმ თაობას ეკუთვნის, დამოუკიდებელი ქართული მედიის სათავეებთან რომ იდგა, დიქტორი წამყვანით რომ ჩაანაცვლა, საუკეთესო რეპორტაჟებს რომ ქმნიდა და ნებისმიერ ვითარებაში ერთადერთ, სწორ გამოსავალს რომ პოულობდა... სხვებისთვის ვწერ, თორემ ჩვენ, ვისაც მასთან ურთიერთობა გვქონდა, კარგად ვიცით ეკას ფასი - უღალატო, პრინციპული, კეთილშობილი ადამიანი, მუდამ სხვის დასახმარებლად რომ იყო მზად... ჩვენი ეკა...“, - წერს ნატო ონიანი.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე 18 ივნისს გარდაიცვალა. იგი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ეკა ეგაძე სხვადასხვა დროს იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, დილისა და გასართობი გადაცემების პროდიუსერი, გადაცემა „დღის კოდის“ პროდიუსერი.