
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად მართლმადიდებელ სამყარომ მზადება უკვე დაიწყო. სულიერი ცხოვრებისთვის ყველაზე კურთხეულ პერიოდად სწორედ მარხვის დრო მიიჩნევა. ის თავისი მნიშვნელობით და სიმკაცრით გამოირჩევა.
რა პერიოდებად იყოფა დიდი მარხვის შვიდი კვირეული და რა უნდა გავითვალისწინოთ? - თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მამა იოანე მჭედლიშვილმა ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„მარხვა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა მათ დაუწესა მარხვა, სამოთხეში, რაც დაარღვიეს. ამის გამო ფაქტობრივად სამოთხიდან გამოიდევნენ.
მთელი ეს პერიოდი არის მზადება უფალ იესო ქრისტეს დასახვედრად. ბევრი მარხვის მაგალითებია წმინდა წერილებში მოსე, ილია და ა.შ.
რა თქმა უნდა ღმერთს მარხვა არ სჭირდებოდა, მაგრამ ამით ჩვენ მაგალითი მოგვცა, თუ რა მნიშვნელობისაა.
მარხვასთან ერთად აუცილებელია ლოცვა.
ეკლესია 1 თვით ადრე იწყებს მომზადებას. ახლა ყველიერის კვირაში ვიმყოფებით. ყველას შეუძლია მოვიდეს ეკლესიაში, მოძღვარი აუცილებელია მარხვის პროცესში“, - ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „თავისით შეისწავლა ქართული ანბანი...“ - რას ჰყვება გიორგი გასვიანი შვილზე?