
ჟურნალისტი, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც შვილზე ისაუბრა:
„ჩვენ მშობლებმა ვიცით, რომ ბავშვი უნდა დაწვეს იატაკზე, უნდა იტიროს, უნდა მოითხოვოს და ა.შ. მე მოვყვები ახლა გალას შესახებ, რა გავიარეთ ამ სამი წლის განმავლობაში. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ბავშვი არის ჭკვიანი და სხარტი. ეს სიჭკვიანე მაგალითად გამოიხატება იმაში, რომ მან თავისით შეისწავლა ქართული ანბანი. მერე ინგლისური ანბანი შეისწავლა და ორივე ანბანი იცის ზეპირად. წერა-კითხვა ჯერ მისი ტვინისთვის არ არის ხელმისაწვდომი და არც ვაძალებთ. ზოგჯერ სპეციალურად ვიტყუები ხოლმე და შემდეგ ასწორებს ასოებს. ჟოზეს მთელი სერიები ნანახი ჰქონდა და ძალიან ვწუხდით ამაზე. არადა მთელი ცხოველთა სამყარო შეისწავლა. გამოსხივება პირველ რიგში ცუდია, ძილის წინ არ შეიძლება და ერღვევა რეჟიმი“, - ჰყვება გიორგი გასვიანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: