
ცოტა ხნის წინ მოკრივე ავთანდილ ხურციძემ განაცხადა, რომ UFC-ის ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა სურს. რაზედაც, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მოკრივე ავთანდილ ხურციძეს მისი განცხადების საპასუხოდ მიმართავს.
როგორც მერაბ დვალიშვილი წერს, ავთანდილს სჭირდება სერიოზული დახმარება.
„მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს „ტიკ-ტოკ“ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…
ადამიანი, რომელიც მსგავს რამეს იკადრებს, კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!
მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს.!
მას სჭირდება სერიოზული დახმარება. მე არ მინდა ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მით უმეტეს სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს, ცილისწამებისთვის, ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში.
მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები, რომლებსაც პირადად ვიცნობ….“, - წერს მერაბ დვალიშვილი.
ცნობისთვის, მანამდე ხურციძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მერაბთან ბრძოლაძე საუბრობს.
„ტელევიზია რომაა საქართველოში, მოჩხუბარი პარტნიორი რომ ჰყავთ, მოდი, თქვენ პარტნიორს ვეჩხუბები, "ვებოქსავები" ოღონდ, ისე არა. "ვებოქსავები", გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი და "ვებოქსავები", ბებერი ავთანდილა ხურციძე და დავცხოთ.
მაგრამ ეს დღეს და ხვალ კი არ მოხდება. ამას დრო დასჭირდება, ერთი წელი მაინც. ამ ერთ წელიწადში კიდევ რაღაცებს გავაკეთებ და სარეიტინგო ბრძოლას....
არც მაგის ქამარი მინდა და არაფერი, ერთ ათ რაუნდიან ბრძოლაში ვეჩხუბები,
თუ გინდა, 12 იყოს. კი არ მივა მანამდე ჩხუბი, მანამდე მოვტეხავ მაგას კისერს. გავთიშავ, ოღონდ კრივში, გპირდებით, რომ გავთიშავ და ქართველ გულშემატკივრებს ექნებათ საყურებელი.
კი, მართალია ჩემს ჩხუბს არ აჩვენებენ საქართველოში, მაგრამ მერაბს ხომ აჩვენებენ საქართველოში და გამოვჩნდები მეც“, - ამბობს ხურციძე.
ორ სპორტსმენს შორის დაძაბულობა რამდენიმე თვით ადრეც იყო, როდესაც ავთანდილ ხურციძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ამბობდა რომ, მერაბ დვალიშვილი ამერიკაში ქურდობის გამოა ნასამართლევი და მის წინააღმდეგ მერაბს ჩვენებაც აქვს სასამართლოში მიცემული, რაზეც მერაბმა მაშინ ასე უპასუხა:
„მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არც ერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში.
ყოველთვის, რითაც შემეძლო, გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე“, - წერდა დვალიშვილი სოციალურ ქსელში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნოემბერი თვის თმის შეჭრის კალენდარი
⭕ „წვიმა, თოვლი და ქარბუქი“- საქართველოში ამინდი უარესდება!
⭕ შორენა ბეგაშვილს „ჰერმესის“ ძვირად ღირებული ჩანთა აჩუქეს - რა რეაქცია ჰქონდა მოდელს