Digest Logo

„ეს სიტყვები ბექას ვუთხარი და ახლა შენ, პაპას იმედს გეუბნები...“ - ტარიელ ხარხელაური ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

1699960022
ტარიელ ხარხელაური

ყველასთვის საყვარელი პოეტი - ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურ პოსტს უძღვნის.

„რატი, შვილო!

„არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო, შვილო! ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია“. ეს სიტყვები ჩემს ყველაზე დიდ ტკივილსა და ყველაზე დიდ სიხარულს - ბექას ვუთხარი და ახლა შენ, პაპას იმედს გეუბნები...

მჯერა, რომ არ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შენს ქვეყანას ჩრდილს მიაყენებს... როცა ამ წუთისოფლად მოდიხარ, სიცოცხლისათვის ვალი უნდა გადაიხადო და სამშობლოს ღირსეულად ემსახურო.

ეს შენ!- რაც უნდა გააკეთო! მე - ჩემი ზემოთ გითხარი და გიმეორებ:

„არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო, შვილო! ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია“... გილოცავ დაბადების დღეს!

შენი დაბადების დღე თუ მიხარია და მეამაყები, იცხოვრე ისე, რომ ჩემზე მეტად სხვას, შენს ხალხს უხაროდეს და ეამაყებოდე...“,- წერს პოეტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„შოკი ხარ“ - ლელა წურწუმია კლიპის გადასაღები მოედნიდან საოცარ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „ფორები იღება და იხურება, ცხიმიან კანს არ უნდა დატენიანება... “ - სილამაზის ბლოგერის რჩევები საზოგადოებას

🔵 10 ყველაზე სიმპათიური ქართველი მსახიობი კაცი