ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე გადაცემაში „პრაიმშოუ“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც საქმიანობასა და მიღწევებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი დონაძემ აღნიშნა, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია რადგან ფოლკლორის ცენტრს 90 წელი შეუსრულდა:
„წელს ფოლკლორის ცენტრს 90 წელი შეუსრულდა, ეს არ არის პატარა დრო. რომ გადავხედოთ ისტორიას და იმ ხალხს, ვინც აქ მუშაობდა, მართლა საამაყოა ეს ყველაფერი. დიდი პატივია ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის.
ჩვენ ვუდასტურებთ ღრმა პატივისცემაც ადამიანებს, რომლებსაც დიდი ღვაწლი აქვთ დადებული. ქართული ხალხური მრავალხმიანი მუსიკა არის განსაკუთრებული და ამ მიმართულებით სერიოზული ექსპედიციები განხორციელებულა. ახლაც მიმდინარეობს.
გვაქვს ზეპირსიტყვიერების მიმართულება რომელიც ყველაფრით გამორჩეულია მსოფლიოში. ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის ზეპირსიტყვიერების საღამოები განსაკუთრებულად უნდა გამოიყოს.
გვაქვს ქორეოგრაფიული მიმართულება, გვაქვს წელიწადში ერთი ექსპედიცია, რომელსაც ანზორ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობს. გვქონდა საინტერესო ექსპედიცია თურქეთში“, - აღნიშნა გიორგი დონაძემ
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „გალობის აღდგენა ეკლესიაში უკავშირდება ჩვენს პატრიარქს...“ - სვიმონ ჯანგულაშვილი
⭕„უმშვენიერესი“ - თაკო ჩხეიძის ახალი კადრები და მოხიბლული გამომწერები