
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მთვარის დაბნელების შესახებ წერს, რომელიც 7 სექტემბერს იქნება.
რას უნდა ვერიდოთ ამ პერიოდში და როგორ გავატაროთ ეს პერიოდი მშვიდად? - ამის შესახებ ასტროლოგი რჩევებს გვიზიარებს:
„2025 წლის ბოლო მთვარის დაბნელება
(ხილული იქნება აზიაში, რუსეთში, ევროპაში და სხვა.)
P.S. რა ხდება მთვარის დაბნელებისას აღარ ავხსნი, ვუთითებ ფოტოს, რომელზეც თავად მიხვდებით მზის, მთვარისა და დედამიწის რა პოზიცია ქმნის ამ მოვლენას.
7 სექტემბერს თევზების ზოდიაქოს ნიშნის მე 16-ე გრადუსზე გვაქვს მთვარის დაბნელება. ის იღებს სტარტს დაახლოებით 19:30სთ-ზე და დასრულდება დღის ბოლოს (8-შიც გადადის და ჩვენთანაც იქნება ამ მოვლენის ხილვა შესაძლებელი) თუმცა დაბნელების ეფექტები უკვე საგრძნობია ხოლმე, დაბნელებამდე 1 კვირით ადრეც.
მეგობრებო, ზოგადად დაბნელების ფონი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მომგებიანი, სასიკეთო ან პირიქითაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე, ამიტომ მსგავს პერიოდებში სასურველია თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო ქირურგიული მანიპულაციებისგან და მშვიდ, თქვენთვის ჰარმონიულ გარემოში გაატაროთ მეტი დრო.
მთვარის დაბნელების მთავარი მესიჯი:
დასასრული. გამჟღავნება.
მთვარის დაბნელება როგორც წესი ემთხვევა სავსემთვარეობას, ამიტომ პიკის დროს არ მუხტავთ არაფერს.
პირველ რიგში დაასუფთავეთ თქვენი სივრცე, გახსოვდეთ, რომ ენერგიების წმენდა იწყება საკუთარი სივრცის მოწესრიგებით.
ჩაატარეთ ენერგეტიკული წმენდა, როგორც ჭურჭელი საჭიროებს გარეცხვას პერიოდულად, ასევე ჩვენც გვჭირდება სხვადასხვა ფიზიკური თუ ენერგეტიკული "ჭუჭყისგან" გათავისუფლება.
წმენდები შეგიძლიათ ჩაატაროთ სტიქიების გამოყენებით, დაფნის ფოთლების, სხვადასხვა სიმბოლოების, მინერალური ქვების გამოყენებით, სანთლებით, არომა ჩხირებით და ძალიან ეფექტურია ზარების გამოყენება!გაუშვით ცხოვრებიდან ყველაფერი რაც გაბრკოლებთ.
გააანალიზეთ და გათავისუფლდით იმ პროგრამებისგან რომელიც გზღუდავთ: მატერიალურ კეთილდღეობაში, პირად ბედნიერებაში, კარიერულ წარმატებაში.
იმუშავეთ თვითშეფასებაზე, პირად საზღვრებზე, რადგან სწორედ ამით იწყება და სრულდება ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სფეროს კორექცია.
უპირატესობა მიანიჭეთ პროფესიონალ ფსიქოლოგებთან მუშაობას, რადგან ამ სავსემთვარეობის ყველაზე სუსტიც და ყველაზე ძლიერი მხარეც, ეს არის ადამიანის ფსიქოლოგია.
იყოთ ბედნიერი და წარმატებული ეს მხოლოდ თქვენი არჩევანია, არჩევანი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობასა და პოზიტიურ აზროვნებას მოიაზრებს, სწორედ საკუთარ თავზე მუშაობისთვის არის ბრწყინვალე ეს პერიოდი. ჩათვალეთ რომ თქვენი აზრები არის ფერადი კალამი, რომლითაც სამყაროს ცის კაბადონზე შეგიძლიათ "დახატოთ" თქვენთვის სასურველი ცხოვრება. (ამ თემაზე ომნიას სივრცის დახურულ ჯგუფში მეტს მოგიყვებით ლაივ ჩართვის საშუალებით)
მთვარის დაბნელების ფონი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გასტანს.
დაბნელება, როგორც უკვე აღვნიშნეთ თევზების ზოდიაქოს ნიშანშია, თევზების სიმბოლოს მართვის სივრცე არ არის მატერია, ეს არის ფსიქიკა, სულიერება, შეგრძნებები, ინტუიცია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ნიშანი, რომელიც სხვებთან შედარებით ცოტა უფრო მეტად არის მიდრეკილი ფობიებისკენ, წყენებისკენ, სხვადასხვა დამოკიდებულებებისკენ, ამიტომ ამ პერიოდში გასათვალისწინებელია სწორედ ეს თემები და მათზე მუშაობა (მავნე ჩვევებთან და დამოკიდებულებებთან სამუშაოდ ეს დაბნელებების დერეფანი ერთ-ერთი საუკეთესოა!).
თევზების მმართველი პლანეტა იუპიტერია, რომელიც საკმაოდ კარგ პოზიციაშია მიმდინარე დაბნელებების „ორგანიზატორებთან“ (მზესთან და მთვარესთან), ამიტომ მოსალოდნელ პერიოდს გაცილებით მსუბუქ და პოზიტიურ ელფერსაც კი შესძენს.
იუპიტერი დიდი მასშტაბების პლანეტაა, ის დიდი მასწავლებელია, პროგრესული, ფილოსოფოსი, გულუხვი და კეთილმოსურნე, ყოველთვის სცდება საზღვრებს, შესაბამისად განაგებს უცხოეთთან, განათლებასთან, იდეოლოგიასთან დაკავშირებულ თემებს, თუ გავითვალისწინებთ მის მდგომარეობას კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, მაშინ მარტივად მიხვდებით, რომ აქტუალური იქნება, სამშობლოსთან, ოჯახთან (ოჯახის შექმნა ან დაშორება, შვილის თემა და სხვა), მშობლებთან, უძრავ ქონებასთან, ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
აქვე ვთქვათ ისიც, რომ იგივე პლანეტა იუპიტერი დაძაბულ ურთიერთობაშია „აგრესორ“ მარსთან, რომელიც დისკომფორტის ზონაშია და უჭირს ადეკვატურობა ამ პერიოდში, შესაბამისად, გასათვალისწინებელია შემდეგი:
ფეთქებადობა ხასიათში, პატარ-პატარა აფეთქებებიც, „მასების დაპირისპირება“, ქაოსი, რომელსაც ხელს უწყობს, ურანის არსებული პოზიცია (რეტრო), რომელიც ნავთს ასხამს ამ ცეცხლოვან აურზაურს, შედეგად კი ვიღებთ:
ავარიულობას, უთანხმოებას, ვალუტის თემაში მკვეთრ ცვლილებებს, კომუნიკაციის პრობლემებს, ტექნიკურ ხარვეზებს, ურთიერთობებში პრობლემებს და სხვა, თუმცა, მიუხედავად ამ არეულობისა, ვარსკვლავურ პერიმეტრს ისევ და ისევ იუპიტერი დაარბილებს, ამიტომ დიდ კატასტროფებსა და თუნდაც აფეთქებებს არ ველოდებით!
(თუნდაც ატომური ბომბის შესახებ ან სხვა ქიმიური საშუალებების გაჟონვა პირდაპირ კავშირშია ამ დაბნელების მმართველ თევზებთან, მაგრამ პანიკას ნუ აჰყვებით!)
მიმდინარე დაბნელებას მეტად „აკეთილშობილებს“ ასევე მთვარის კავშირი აღმავალ კვანძთან (თევზებში), რაც ძველი ციკლის დასასრულსა და ახალი მიზნებისა და სურვილებისკენ სვლაზე მიუთითებს.
გაითვალისწინეთ შემდეგი:
✅ მოერიდეთ კამათსა და სარკაზმს, ღიმილი, პატიება და მიტევება საუკეთესო გამოსავალია, თუ „გადაამლაშებენ“ დაიცავით თქვენი პოზიცია, თუმცა მეტი გაგებით მოეკიდეთ ოჯახის წევრებსა და პარტნიორებს.
✅ შესაძლოა, გამწვავდეს ფსიქოლოგიური სახის პრობლემები, სხვადასხვა ფობიები. თითქოს თითოეულ ჩვენგანში მეტად გაიღვიძებს მანკიერი მისწრაფებები, არ არის საჭირო საკუთარ თავთან ომის გაჩაღება, მიიღეთ თქვენი ეს ნაწილი და დაამუშავეთ ეს ენერგია, იმისთვის რომ თქვენი უკეთესი ვერსია შექმნათ.
✅ ყურადღებას თხოულობს: კუჭ-ნაწლავის ზონა, კანი, თავის ზონა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ეგზოტიკური საკვების მიღებისგან, რადგან არის მოწამლვის ალბათობა.
✅ ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და კიდევ უფრო მეტად ნუ გაამწვავებთ არსებულ სიტუაციებს. თუმცა, ნუ მოიტყუებთ თავს!
✅ არ გირჩევთ ამ დღეებში მგზავრობას.
✅ ნუ გაგიკვირდებათ ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, იყავით ზომიერი და დაიცავით შესაბამისი ზოგადი წესები და რეკომენდაციები. იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. სასიკეთოა სხვადასხვა გამწმენდი პროცედურების ჩატარება.
დაბნელება თუ განსაკუთრებით შეგეხებათ (ანუ თქვენს ნათალურ რუკასთან იკვეთება რაიმე თემით, მაგ: თუ ხართ თევზების, ქალწულის, ტყუპებისა ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ბოლო პერიოდში დაბადებული, ან გყავთ ამ პოზიციაში მთვარე, პირადი პლანეტა ან კარდინალური ჯვრის წერტილები) მაშინ ეს იქნება თქვენთვის ძირეული, ფუნდამენტური საკითხების მოგვარების, გადაჭრის, ტრანსფორმაციის, ერთობ მტკივნეული, თუმცა საჭირო საშუალება. ეცადეთ შინაგანად გაიზარდოთ, გადახედეთ წარსულს, თუ ერთ წრეზე ტრიალებთ, მაშინ პრობლემები გარეთ კი არა, შიგნით უნდა გადაწყვიტოთ თქვენს თავში“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება 4 სექტემბრამდე საქართველოში - მეტეოროლოგის პროგნოზი