Digest Logo

„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა“ - გურამ თუშიშვილი

1776612785
გურამ თუშიშვილი

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ თუშიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნიზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა.

გურამ თუშიშვილმა გამარჯვების შემდეგ „პირველ არხთან“ კომენტარი გააკეთა:

„ძალიან გახარებული ვარ, მესამედ გავხდი ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა, ჩვენი ხალხის წინაშე გავიმარჯვე და ქართველი გულშემატკივარი გავახარე – ვულოცავ ყველას.

გუნდში კარგი მდგომარეობაა და ეს ისტორიული შედეგიც ამის დადასტურებაა.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეცდებით, ოქროს მედლები მოვიპოვოთ, იქიდანაც გახარებული ჩამოვიდეთ და ქომაგებიც გავახაროთ“.