Digest Logo

„უპატრონო ხარ მაინც და თუ ბევრს ილაპარაკებ, მამაშენის გვერდით დაგმარხავო! გვშიოდა, გვციოდა, თავზე გვაწვიმდა...“ - ირაკლი ჟვანიას ემოციური პოსტი

1745406889
ირაკლი ჟვანია

ფიტნესინსტრუქტორი, კონტენტ კრეატორი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში სანათესავოსთან დაკავშირებულ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

როგორც ირკვევა, ირაკლის ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა, 2 წლის იყო როდესაც მამა გარდაეცვალა, დედასთან ერთად პატარა სახლში ცხოვრობდა, სადაც ელემენტარული პირობებიც კი არ იყო. 

მას დახმარების ხელი არც ერთმა ნათესავმა გაუწოდა, პირიქით ერთ-ერთი ოჯახის წევრი ირაკლის თოფით დაემუქრა:

„ეს არის სახლი, სადაც მე და დედაჩემი ვცხოვრობდით დაობლებისა და დაქვრივების შემდეგ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მამაჩემის საფლავზე ჩავედი სოფელ ქვედა ჩხოროწყუში. იქ რამდენიმე ადამიანი მოვიდა თხოვნით – იქნებ შეურიგდე, აპატიო შენებს და ახალი ფურცლიდან დაიწყო ყველაფერიო.
იმ მომენტში არ მომეცა საშუალება ვრცლად მეპასუხა, ამიტომ ამ პოსტით გპასუხობთ:

რას ვერ ვპატიობ ჩემს „სანათესავოს”?

როდესაც მამა გარდაიცვალა, 2 წლის ვიყავი. ფაქტობრივად, მე და დედაჩემი ერთად გავიზარდეთ. მამის სიკვდილს დაემთხვა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილება, რის შედეგადაც ჰაერში დავრჩით — ტანსაცმელიც კი ის გვეცვა, რითაც იქიდან გამოგვყარეს.

ასეთ გაჭირვებაში მყოფ დედა-შვილს არავინ გამოგვიწოდა ხელი. უკიდურეს სიღატაკეში მოგვიწია ცხოვრება. დედაჩემს ასე უთხრეს:

– ახალგაზრდა ქალი ხარ, ადექი, გათხოვდი, პატრონი ნახე, იმან დაეხმაროს შენს შვილს და შენო. ჩვენ არაფრის მოცემას არ ვაპირებთო!

მამის გასვენებიდან შემოსული ფულით დედამ ჩხოროწყუში პატარა მიწის ნაკვეთი იყიდა – „მამის საფლავთან ახლოს იქნება ჩემი შვილიო“, მაგრამ ჩემი „ნათესავები” ისე იქცეოდნენ ჩვენს მიმართ, რომ იქ დარჩენა შეუძლებელი გახდა.

გვშიოდა, გვციოდა, თავზე გვაწვიმდა და არც ერთს პური არ მოუტეხია, დახმარების ხელი არ გამოუწვდია. ისე გვექცეოდნენ, თითქოს დედაჩემმა აფხაზეთიდან ჩამომიყვანა და ჟვანია არ ვიყავი.

ყველაზე შოკის მომგვრელი ის იყო, რომ როდესაც მიწის გაყიდვა გადავწყვიტეთ, იმ მიწის რომელიც ჩვენით ვიყიდეთ მამაჩემის ერთ-ერთი ნათესავი თოფით გამოგვიხტა –  შენ თუ ყიდი, სხვამ რატომ უნდა იყიდოს?! მე უნდა წაგართვაო! უპატრონო ხარ მაინც! და თუ ბევრს ილაპარაკებ, მამაშენის გვერდით დაგმარხავო! – ეს სიტყვები მამაჩემის სისხლსა და ხორცს ეკუთვნის.

ამ ქოხში, სადაც ვცხოვრობდით, სახურავი წყალს ვერ აკავებდა და მთელი ზამთარი სველ საბანში გვიწევდა ძილი.
არც ერთი ნათესავი არ გამოჩნდა, ვინც ხელს გამოგვიწვდიდა თავზე ხელი არ გადაუსვია არცერთს სითბო არავისგან მიგრძნია.

ახლა, როცა ჩემი არაადამიანური შრომით ყველაფერი მაქვს, რაც მინდოდა, როცა ფეხზე მყარად ვდგავარ, გაუჩნდა ხალხს კითხვა – რატომ არ ვპატიობ?

გპასუხობთ:

ღმერთმა გაპატიოთ, მაგრამ მე ვერ გპატიობთ მათ, ვინც ჩემი უბედურების წლებში ადამიანობა ვერ გამოავლინეთ“, - წერს ირაკლი ჟვანია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ანტისხეულები რომ ავიღოთ, 80% ყველას ექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას მკურნალობა სჭირდება“ - რა უნდა ვიცოდეთ ჰერპეს ვირუსზე

🎥 „განათლება ორალურ სექსზე მნიშვნელოვანია, პაციენტს ჰგონია ორალური სექსით არ გადაედება SDI“- ხორხის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზი ორალური სექსი შეიძლება აღმოჩნდეს

🎥 „იურიდიულად უროლოგს არ აქვს უფლება უმკურნალოს ასეთ პაციენტს...“ - ზაზა თელია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე