ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი.
57 კგ. წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ჯერ ურუგვაელი მაია ლეოპოლდი და შემდეგ ბრაზილიელი სარა სოუზა დაამარცხა იპონით, მეოთხედფინალში ხორვატ ვიქტორია ანა პულიუზს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში დამატებით დროში გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია.
ფინალში ეთერის მეტოქე იაპონელი აკარი ომორი იყო, რომელთანაც უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს ორი შიდოც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ იაპონელმა მოიგო, რომელმაც ეთერი შებოჭვაზე დაიჭირა. შეხვედრა 6 წუთს გაგრძელდა და ფინალის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. მოგეხსენებათ, ლიპარტელიანი ბაქოში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოდიოდა.
დღესვე, ამ წონაში ნინო ლოლაძე გამოვიდა, რომელმაც პირველივე შეხვედრა სწორედ ომორისთან წააგო, ხოლო 73 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟებში, ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში დამარცხდა.
საქართველოს მონაგარი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო ვერცხლი-ბრინჯაოს მედალია, რომლებიც გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.