Digest Logo

🎥 „ეტლიდან სანამ ხრამში გადავიჩეხებოდი, მანამდე კიდევ ერთი ცუდი ამბავი დამემართა...“ - რას იხსენებს მერიკო კარტოზია

1792783961
მერიკო კარტოზია

ჟურნალისტი მერიკო კარტოზია, რომელიც 2025 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ამერიკაში მკურნალობდა, სტუმრად გადაცემაში „ამბავი“ იმყოფებოდა, სადაც საკუთარ თავს გადამხდარი უბედური შემთხვევა გაიხსენა.

იგი გადაღების დროს ეტლიდან ჩამოვარდა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა და ორი ოპერაცია დასჭირდა.

გარდა ამისა, იგი ავარიაში მოყვა:

„გადაცემისთვის ვიღებდი ამბავს და სანამ ეს უბედური შემთხვევა მოხდებოდა, ეტლიდან სანამ ხრამში გადავიჩეხებოდი, მანამდე კიდევ ერთი ცუდი ამბავი დამემართა. 

ამერიკაში, ახალი წლის დღეები იყო, მახსოვს, 2 იანვარი იყო და მოვდიოდი ფილადელფიის ცენტრიდან. ამოვუხვიე, უკან ბავშვი მეჯდა, ჩემი დისშვილი, საჭესთან მე ვზივარ და წამებში ვხედავ დიდ შუქს, მასკდება რაღაც მანქანა და როგორც მერე გაირკვა, ეს იყო ქურდი, გატაცებული ავტომობილით. ჩაიმსხვრა შუშები, მე საჭე მიჭირავს, მაგრამ ვერ ვიმორჩილებ, რადგან ძალიან დიდი სიჩქარით შემასკდა, სამჯერ დავტრიალდი.

ეს იყო ნამდვილად სასწაული, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უფალმა გადამარჩინა“, - ამბობს მერიკო კარტოზია. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - ცნობილია ვინ არის გუნდის ახალი წევრი

🎥 „12 წლის ვიყავი, როცა მამა მოკლეს... მკვლელს დიდი ხანია აღარ ვეძებ, იცით რატომ?“ - რას ჰყვება ანი გიუნტერი

⭕ასტროლოგიური გზავნილი შაბათ-კვირისთვის (24–25 ოქტომბერი)

✕