„დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით, დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას სჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის.
„დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ენით აუწერელია სიამაყის გრძნობა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლება.
დღესაც ზუსტად ისევე მჯერა ჩვენი ბიჭების, როგორც 3 თვის წინ, 26 მარტს მჯეროდა. მჯეროდა, რომ ბიჭები თამაშში სულსა და გულს ჩადებდნენ და საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას აჩუქებდნენ.
დღესაც ზუსტად ასევე მჯერა, რომ ბიჭები სამივე თამაშში სულსა და გულს ჩადებენ და ჯგუფიდან აუცილებლად გავლენ.
მჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის. მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი, კაშია, კვერკველია, გველესიანი, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, დვალი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, სიგუა, ქოჩორაშვილი, შენგელია, დავითაშვილი, წიტაიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკვესკირი, ლობჟანიძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია, კვარაცხელია - მჯერა ამ ბიჭების ნიჭისა და პატრიოტიზმის. მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!“, - აღნიშნავს პრემიერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გურამ კაშია მიმართვას ავრცელებს
⭕საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს
⭕„ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი“ - მიხეილ ცაგარელი საქართველოს ნაკრებზე