Digest Logo

ევროპის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენი“ დააწინაურა

1786563393
 ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას სუპერ თასის ფინალურ მატჩში „ასტონ ვილას“ გაუტანა და გუნდი დააწინაურა. შეხვედრის მე-20 წუთზე ქართველმა ანგარიში გახსნა – პსჟ მეტოქეს 1:0 ამარცხებს.

პარიზელთა ძირითად თერთმეტეულშია საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

სჟ: მატვეი საფონოვი, აშრაფ ჰაკიმი, ვილიან პაჩო, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ვორენ ზაირ-ემერი, ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე, მაგნეს აკლიუჩი.

„ასტონ ვილა“: მარკო ბიზოტი, მეტი ქეში, ვიქტორ ლინდელოფი, პაუ ტორესი, იან მააცენი, ჟოაო გომეში, ბუბაქარ კამარა, ჯონ მაკგინი, ჯორჯ ჰემინგსი, ემილიანო ბუენდია, ბრიან მაჯო.

შეხვედრა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში მიმდინარეობს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გომის მთაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

🎥 „წითელი ძალიან გიხდება“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მანუ მურღულია

⭕ ავარია გომის მთაზე - დაღუპულია ორი ადამიანი, არიან მძიმედ დაშავებულებიც