გომის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მძიმე ავარია მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „დაიჯესტს“ განუცხადეს, დადასტურებულად დაღუპულია ორი ადამიანი, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
უწყების ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მხოლოდ ერთ წერტილს ნუ მიაშტერდებით“ - მარტივი პრაქტიკა 12-13 აგვისტოსთვის თამუნა იოსელიანისგან
⭕ „თუ ადამიანი თავმდაბლობისკენ არ იზრდება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე