სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული და რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს ორი მოზარდი ბიჭი „დინამო არენაზე“ შესვლას.
აღნიშნულ ვიდეოს საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა, სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მათი დახმარების სურვილი.
როგორც სოცქსელიდან ხდება ცნობილი, ბავშვებს ფეხბურთის ფედერაცია ფინალის ბილეთებს გადასცემს - ამის შესახებ ლიკა ჭკუასელი წერს.
„ვიპოვე ერთ-ერთი ბავშვის დედა. მადლობა Nino Darso-ს. ეროვნული ნაკრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation ფინალის ბილეთებს გადასცემს ორივეს და ამისთვის მადლობა Zura Khizanishvili-ს და ფედერაციას“,- წერს ლიკა ჭკუასელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ
⭕„ტკბილი სახლი“ - რეზი არველაძის ახალი კადრები შვილიშვილთან ერთად