Digest Logo

🎥 „ფეხბურთზე ბებიამ შემიყვანა 10 წლის ასაკში, ჩემი ოჯახი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე სპორტსმენი ვყოფილიყავი, არაფერს არ მაკლებდნენ, თუმცა ფუფუნებაში გაზრდილი არ ვარ“ - ოთარ კაკაბაძე

1742762781
ოთარ კაკაბაძე

„ოთარ კაკაბაძე არის ბავშვობიდან ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, მეოჯახე ადამიანი და ცდილობს, მაქსიმალურად პროფესიონალურად იცხოვროს, მისცეს ყველაფერი ფეხბურთს და ეს ყველაფერი, ჯერჯერობით მიბრუნდება უკან“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ გადაცემა „ნოიესთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც კაკაბაძე აცხადებს, ფეხბურთზე ის ბებიამ შეიყვანა და მისი მიზნები ყოველთვის ფეხბურთს უკავშირდებოდა.

„ჩემი ოჯახი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე სპორტსმენი ვყოფილიყავი. ძალიან ბევრი რამ არის საჭირო, არაფერს არ მაკლებდნენ, თუმცა ფუფუნებაში გაზრდილი არ ვარ. ფეხბურთზე ბებიამ შემიყვანა 10 წლის ასაკში. ჩემი ეს ფიქრები, ეს ჩემი მიზნები ყოველთვის უკავშირდებოდა ფეხბურთს. ის მომენტიც მახსოვს, როდესაც მშობლები უფრო სწავლისკენ მიმითითებდნენ, ვიდრე ფეხბურთისკენ. ეს პატარა ომიც მშობლებთან გამოვლილი მაქვს.

ალბათ, ყველაზე მეტად „თბილისი დინამოდან“ წასვლა გამიჭირდა ეგრევე ესპანეთში. იქ არავინ არ ვიყავი, საქართველოში კი ყველა მიცნობდა. ის მომიწია ყველაფრის დამტკიცება თავიდან.

ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სანიოლი, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან.

ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც საბერძნეთს ვხდებოდით ძალიან ვნერვიულობდი. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ დღეს.

მარტივი არ არის იყო კაპიტანი შენი ქვეყნის გარეთ. კრაკოვში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ყველაფერი აქვს ამ გუნდს, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ“, - განაცხადა ოთარ კაკაბაძემ. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გიოს და კვარას ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“ - შოთა არველაძე

⭕„წყენის პატიება მიჭირს და ბევრ ემოციასაც ვერ გამოვხატავ“ - რა მოსწონს საკუთარ თავში და რას გამოასწორებდა საკუთარი თვისებებიდან?

⭕ტოვებს თუ არა გურამ კაშია საქართველოს ნაკრებს? - რას ამბობს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი