
„მიუსაფარ ცხოველთა კლუბი“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ძაღლზე წერს, რომელიც იტალიაში იშვილეს და ეძებენ ადამიანს, რომელიც „ფიფქოს“ იტალიაში ჩაიყვანს.
„გამარჯობა, ეს ცუგო ფიფქოა, იშვილეს იტალიაში და იქ ელოდება მომავალი პატრონი. ვინც მიდიხართ ახლო მომავალში Georgian airways-ით თბილისი-მილანი, გთხოვთ გაიყოლოთ ფიფქო. არანაირად არ მოგიწევთ თქვენ არაფერზე შეწუხება, უბრალოდ ბილეთზე მიიბავთ და ფიფქო ცალკე ბარგთან ერთად იმგზავრებს, აეროპორტში დახვდება ახალი ოჯახი.
ყველა საბუთი მზად აქვს და წესრიგში, თვითონაც მზადაა… მზად ვართ თქვენი ბილეთის გარკვეული თანხაც დავფაროთ.
ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ, 20 მარტს გასდის ფიფქოს საბუთებს ვადა, თვეებია ვცდილობთ ადამიანის პოვნას, ამდენი ადამიანი მიდის და დავიჯეროო ერთი არავინ გამოჩნდა ვინც წაიყვანს? ძალიან გვჭირდება დახმარება, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და წყალში გვეყრება ყველაფერი.
ბილეთის გარკვეულ თანხას დავფარავთ გთხოვთ გამოჩნდით ვინმე. კომპანია ლასარემ უარი გვითხრა სამწუხაროდ, რამდენიმე თვეა ვეძებთ ადამიანს ვინც წაიყვანს და არავინ გამოჩნდა. გთხოვთ გააზიარეთ და გაავრცელეთ. ინვალიდი ცუგოა ფიფქო, აქ არანაირი მომავალი არ აქვს და ვერ გადარჩება… იტალიაში უკარგესმა ოჯახმა იშვილაა და ბედნიერი ცხოვრების შანსი აქვს. გთხოვთ როგორმე გავუშვა, აღარანაირი შანსი სხვა არაა თუ ვინმემ არ წაიყვანა.
ძალიან დიდ სიკეთეს გააკეთებთ, ისეთ კარგ ოჯახში მიდის, ისეთი ბედნიერი იქნება, ძალიან ბევრი სირთულე და ტანჯვა გადაიტანა, გთხოვთ,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მადლობა რომ ხარ და რომ, ჩემი შვილი გქვია“ - ნატო გელაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს