Digest Logo

🎥 „საუკეთესო დროა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის...“ - მიმდინარე პერიოდის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1753100587
მიხეილ ცაგარელი

„წითელ ზონაში ვართ, რადგან 22 რიცხვიდან უკვე ლომის ზოდიაქოს ნიშანი შემოდის. 17:36 საათზე, 22 რიცხვში იბადება ლომი. მთავარი ფერი არის წითელი, ყვითელი და ბეჟი ტონალობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პერიოდს როგორ მოექცევი და მოეპყრობით. ლომი არის სიყვარულის სიმბოლო, სწორედ ამიტომ საუკეთესო დროა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის“, - მომდევნო დღეების ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:

„კარგი იქნება ახალი ურთიერთობების აღმოჩენა და სიყვარულის გაღვივება. წინა პლანზე წამოიწევს ოჯახი და შვილები. მეგობრული კონტაქტებისთვის საუკეთესო პერიოდია. ასევე მშვენიერი დროა მოგზაურობისთვის. ნებისმიერი სფერო მიიღებს თეატრალურ სახეს. სიყვარულიც იქნება არნახული, ამაღლებული, ჰარმონიული, თავისი შოუებით. აქტიურობა მოიმატებს, სიცოცხლის სტიქიაა და გამოირჩევა გონებამახვილობით, პომპეზურობით, მაგრამ არის ზარმაცი. ასევე არიან დიქტატორები, სულსწრაფები და ფულის მხარჯველები. იმატებს სიჯიუტე და პრეტენზიულობა.

24-ში გვაქვს ახალმთვარეობა, რომელიც კირჩხიბებს არ უყვარს. ჩვენ ვიგრძნობთ ემოციის ცვალებადობით და ხასიათის გაღიზიანებით. ამიტომ ხუთშაბათს არაფერი არ დაგეგმოთ, განსაკუთრებით სერიოზული. არ აჰყვეთ პროვოკაციებს და უსიამოვნებებს. დაასრულეთ ძველი საქმეები.

24, 25, 26 - ამ პერიოდში სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა. მოერიდეთ სოლარიუმს, მოერიდეთ გადაღლასა და ნერვიულობას. კვირა ძალიან კარგია დალაგებისა და დასუფთავებისთვის. მოვერიდოთ უჰაერო სივრცეებს“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

ასტროლოგმა ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა და რჩევები გაგვიზიარა:

♈ვერძი

დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ ოჯახსა და სამსახურს შორის. ორივეს თავისი წილი ყურადღება უნდა დაუთმოთ და დრო სწორად გადაანაწილოთ. პირადული და საზოგადოებრივი პრობლემა წამოიწევს. ზოგიერთი გეგმა უნდა გადაიხედოს და კოლეგებთან მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

♉კურო

ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადი გაქვთ და ორგანიზატორულ ნიჭს ინარჩუნებთ. თუმცა გაქვთ პრობლემები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან. შესაბამისად თითოეულ ნაბიჯს და სიტყვას უნდა დაუკვირდეთ. შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეგექმნათ. მოერიდეთ საეჭვო საქმეებში ჩართვას.

♊ტყუპები

ეენერგოტნუსი მატულობს. სამწუხაროდ დამოკიდებულებები არასერიოზული გაქვთ, შესაბამისად არ არის გამორიცხული კრიტიკის ქარცეცხლში მოექცეთ. მატულობს პრეტენზიულობა სხვების მიმართ.

♋კირჩხიბი

ენერგია და ინტუიცია გაქვთ. ახალი მთვარე თქვენზე განსაკუთრებით მოქმედებს ნეგატიურად. იმატებს ემოციური ფონი და გადავა სიხისტეში. წამოსწიეთ დიპლომატია წინ. ფინანსური საქმეები მიმდინარე კვირაში დაივიწყეთ.

♌ლომი

ეს კვირა ნეგატიურია, რადგან ახალმთვარეობა თქვენ ნიშანშია. ამიტომ ჭორები, ინტრიგები და შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. თქვენი საიდუმლოებები და იდეები სხვებს არ გაუზიაროთ.

♍ქალწული

შეამცირეთ აქტიურობა, რადგან ზედმეტი აქტიურობა ყველას გააღიზიანებს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მანდილოსნებს. მეტი ურთიერთობა დაიჭირეთ კომპეტენტურ ადამიანებთან. დაუდექით პარტნიორებს გვერდით.

♎სასწორი

ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ პრეტენზიული და ავტორიტარული ხდებით. ეს ყველაფერი კი ბევრ რამეში ხელს შეგიშლით. ნელ-ნელა ძველი პრობლემები, საქმეები წამოიწევს. შეიძლება ძველი წყენა გაგახსენონ. არ იყოთ სულსწრაფი და ფულის ხარჯვას მოერიდეთ.

♏მორიელი

ენერგოტონუსი შენარჩუნებული გაქვთ. ხართ აქტიურები, თუმცა არჩევანის წინაშე დგებით. სხვები სისწრაფეს გთხოვენ, თქვენ კი დროს ითხოვთ. ეს შესაძლოა კონფლიქტის და დაპირისპირების მიზეზი გახდეს. არ აჩქარდეთ და ჩართეთ ინტუიცია.

♐მშვილდოსანი

აუცილებლობა გაქვთ საკუთარი პოზიციები დაიცვათ. ენერგოტონუსი მატულობს. ასევე შეგიძლიათ ახალი საქმე ან სამსახური დაიწყოთ. თუმცა სარკასტული გამოთქმებით და ავტორიტარული სტილით, ურთიერთობებში პრობლემას ქმნით. 

♑თხის რქა

მნიშვნელოვანი პრობლემები გაქვთ. ტრავმულობის და ავარიულობის ალბათობა მატულობს. უნდა იყოთ ტექნიკურად გამართულები ფინანსურ აქტივობებს არ გირჩევთ, რადგან კამათის დიდი ალბათობაა. შემდეგი კვირა გაცილებით მარტივი იქნება.

♒მერწყული

კარგი პერიოდი გაქვთ, ფული და წარმატება თქვენ ხელშია. კომუნიკაბელური ხართ. კარგი პერიოდია ახალი ადამიანების გასაცნობად. კარიერული კუთხით წინსვლა გელოდებათ.

♓თევზები

ინტუიცია მოიმატებს თუმცა ბევრი ბრძოლა გელოდებათ. შემოქმედებითი კუთხით აქტიური ხართ. პარტნიორული ურთიერთობების კუთხით სიფრთხილე გმართებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ საუდის არაბეთის „მძინარე პრინცი“ 20-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

⭕„ასაკი არ ეტყობა...“ - მაკა ზამბახიძის ახალმა კადრებმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა

🎥 ინგოროყვას კლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა