Digest Logo

🎥 ფიჯისთან თამაში უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა!

1779381899
უმცროსი ბორჯღალოსნები

საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის გასამართად იმყოფება, პირველი ტესტი ჩაატარა და ფიჯის 29:23 სძლია.

ვიტო კოლელიშვილის შეგირდებმა ქეიფთაუნში, სიტი პარკზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი 12:20 წააგეს, თუმცა, მეორე ნახევარში კუნძულელებზე უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტოქეს 3 უპასუხო ლელო დაუდეს.

ქართველი 20-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ. უმცროსი ბორჯღალოსნები 26 მაისს ჩილეს გაეჯიბრებიან, 30-ში კი – მასპინძელ ჯუნიორ ბოკეს.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოში ჩატარდება. მასპინძელი ქალაქები თბილისი და ქუთაისი იქნებიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მზე ტყუპების ნიშანში გადავიდა: კომუნიკაციისა და ახალი შესაძლებლობების პერიოდი - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

⭕ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

⭕ „ვინც ღმერთს მსახურებს, მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ მას ემსგავსებოდეს“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე