
3 მაისს - თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლის, მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის - ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება.
საღამოს მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ეკა კვალიაშვილის მეგობრები და კოლეგები: მაია ბარათაშვილი, თემურ თათარაშვილი, ვოკალური ჯგუფი „ალილო“, აჩიკო ნიჟარაძე, ნუკა გვალია და ანრი ჯოხაძე. საღამოს მუსიკალური გააფორმებს მაესტრო ზურაბ მახნიაშვილი, სიმებიანი ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.
კონცერტი 20:00სთ-ზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა სახის ზომები შეგიძლიათ მიიღოთ ნაადრევი დაბერების პრევენციისთვის? - ზაზა თელიას რეკომენდაციები
⭕„დედასავით ლამაზი გოგო...“ - ევა ბარბაქაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს