
„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, მომღერალი მშვენიერი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ცხოვრებისეულ მოვლენებს და სიახლეებს პერიოდულად უზიარებს. ამასთან იგი ფსიქოლოგიას ეუფლება და გამომწერებს სხვადასხვა საკითხზე რეკომენდაციებსაც აძლევს.
ამჯერად ის გადაცემის „ჩვენი ოჯახი“ სტუმარი იყო, სადაც ყალბ მეგობრობაზე ისაუბრა და გვასწავლა გზები, როგორ ამოვიცნოთ ჩვენს გვერდში მყოფი ზემოთ ხსენებული ადამიანები:
„ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა, ამომეხსნა ადამიანის ფენომენი - ვინ ვარ, რატომ ვარ? სოციალური ფსიქოლოგია არის ზუსტად ის სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც ხსნის ურთიერთობებს, ადამიანის როლს ადგილსა და სოციუმში.
რაც უფრო მეტად შევდივარ ამ სფეროში, კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი შეკითხვები მიჩნდება.
დღეს ვისაუბრებ თემაზე - როგორ ამოვიცნოთ ყალბი მეგობრები.
ადამიანთა 86% აფიქსირებს, რომ დაუკარგავს მეგობარი იმის გამო, რომ მასში ტოქსიკური ნიშნები შენიშნა.
მეგობრობას დიდი ევოლუციური ისტორია აქვს. მთავარი ღირებულება, სიმდიდრე, ბედნიერებასთან პირდაპირ კავშირში მყოფი მოცემულობა არის ენერგია, სითბო, რასაც ადამიანები ახლო ურთიერთობებისგან იღებენ“, - ამბობს თათა გიორგობიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: