23 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ ფინალი გაიმართა.
პროექტში სამი ფიგურა, პანდა, ვიოლინო და შანდალი იყვნენ დარჩენილები.
„ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის გამარჯვებული კი ჩელო გახდა, რომელიც მორგებული ჰქონდა ირაკლი კავსაძეს.
რაც შეეხება პანდას - ის მომღერალ ირაკლი ნოზაძეს ჰქონდა მორგებული, რომელიც ახლახან გადაცემის „იმედის დილა“ სტუმარი იყო, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრა.
„ამ პერიოდში, რაც გადაღებები მიმდინარეობდა, იყო ბევრი უჩვეულო, დასამახსოვრებელი სიტუაცია და მომენტი. შენიღბვა, რეპერტუარზე მუშაობა, არავინ ვიცოდით ვინ ვინ იყო.
ჯერ მარტო იმით ვარ ამაყი, რომ ნონა გაფრინდაშვილიდან დაწყებული, ირაკლი კავსაძემდე დამთავრებული, როგორი ხალხი იყვნენ ფიგურების უკან. ძალიან დიდი პატივისცემა მათ.
ყველაზე მაგარი იყო ის, რომ ძალიან ლოგიკურად წავიდა ყველაფერი. ფინალში იდგა ის სამი თოჯინა, რომელიც ერთიმეორეზე უკეთესები იყვნენ.
პროექტის გამორჩეული შტრიხია ის, რომ რომ არა პროექტი აზრადაც არ მომივიდოდა ამ ჟანრის სიმღერა“, - ამბობს ირაკლი ნოზაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად ლამაზი ორსული ხარ“ - ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი ბორჯომში ისვენებენ
⭕მარიტა როხვაძემ საცურაო აუზზე გადაღებული პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა - „ყველაზე მაგარი გოგო ხარ“