Digest Logo

„ფონდის სულის ჩამდგმელი, 700-ზე მეტი შვილის დედა, 1000-ზე მეტი მშობლის მანუგეშებელი“ - ბერი ანდრიას დედა თინათინი იუბილარია

1757660821
თინათინი ბერი ანდრიას დედა

ბერი ანდრიას დედა, ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი თინათინი დღეს, 12 სექტემბერს იუბილარია. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფონდის ადმინისტრაცია ავრცელებს და თინათინს საჯაროდ ულოცავს:

„არასდროს გაგვიზიარებია თქვენთვის და აღგვინიშნავს დედა თინათინის დაბადების დღე, რომელიც ბერი ანდრიას ფონდის სულის ჩამდგმელი, 700-ზე მეტი შვილის დედა, 1000-ზე მეტი მშობლის მანუგეშებელია…

ფონდის ადმინისტრაციის სახელით, ვულოცავთ, ვულოცავთ იუბილეს, ძვირფას დედას - დედა თინათინს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გთავაზობთ თინათინის ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც იგი ერთადერთ, აწ გარდაცვლილ შვილზე საუბრობდა:

„ყველაზე დიდი ტრაგედია და ყველაზე დიდი მონატრებაა, უკვე 13 წელია ამ ტკივილით ვცხოვრობ, ეს არის ტკივილი, რომელსაც არაფერი შეედრება.

ეს მონატრება იმდენად გაცარიელებს, რომ ამას სიტყვებით ვერავის გადასცემ... ჩემი ერთადერთი შვილის შემდეგ, კიდევ 157 შვილი გავაცილე და ისინიც მენატრებიან. ტკივილს, რომელსაც შვილის მონატრება ჰქვია, არაფერი შეედრება.

როდესაც საკუთარ თავთან  ვრჩები მარტო, ძალიან მიჭირს. ჩემმა შვილებმა ისე გააკეთეს, რომ არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ დღისით ვიტირო და ცუდად ვიყო“, - ამბობდა დედა თინათინი.

~

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „15 წლის, პატარა გოგო, რომელიც სკოლის ფორმით მომიტაცეს, გამწირეს... დედაჩემის ფრაზა, რომ სისხლი დაიღვრება, ამ განცდით ვიცხოვრე“ - რას ჰყვება ლალი მოროშკინა

🎥 „ხალხს ჰქონდა მოლოდინი, მერე მეც მომინდა, რომ ევროვიზიაზე კარგად წარმედგინა საქართველო“ - ნინი აირისი კარიერულ ნაბიჯებზე

⭕შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი