თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს.
მანამდე ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
შემთხვევის შედეგად ამ ეტაპზე ერთი ბავშვი - 3 წლის თაია უვნებელი ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა მედიკოსების შეფასებით სტაბილურია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი დაღუპული გადარჩენილი ბავშვის, თაიას დედაა.
ბოლო ინფორმაციით მაშველები ნანგრევებში კიდევ 3 პირს ეძებენ.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას სხეულის 90%-მდე აქვს დამწვარი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: