მაკა ასათიანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მსხვილი ბიზნესფიგურაა, რომლის საქმიანობა რამდენიმე სტრატეგიულ სექტორს მოიცავს.
იგი ასათიანების ბიზნესოჯახის წარმომადგენელია, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული ბიზნესს სექტორში და ფლობს მნიშვნელოვან აქტივებს როგორც ავტოინდუსტრიაში, ისე ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სფეროში.
Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მაკა ასათიანი საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო მისი ქონებრივი მდგომარეობა დაახლოებით 806.56 მილიონი ლარს შეადგენს, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მისი ბიზნესს საქმიანობის მასშტაბსა და გავლენას.

ასათიანი ოჯახთან ერთად ფლობს „მერსედეს-ბენც ჯორჯიას“ (შპს „აკა“), რომელიც პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.
კომპანია გამოირჩევა სტაბილური განვითარებითა და ძლიერი ბრენდით, რაც მას ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად აქცევს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ 7 ყველაზე საშიში მცენარე, რომელიც სახლში არ უნდა გააჩეროთ - სილამაზე ყოველთვის უსაფრთხო არ არის
⭕ რამდენი ქვეყნის პირველ ლედის იცნობთ? - ამბები ქვეყნის მთავარი ქალების შესახებ
🎥 იაპონელები vs ასაკი - რატომ ვერ ამარცხებს დრო მათ?
წყარო: okmagazine.ge