ტელეწამყვანი და მოდელი, ნინუცა ორჯონიკიძე ამჯერად ბლოგერის ამპლუაში გვევლინება და „იუთუბის“ საკუთარი არხი შექმნა. ნინუცა საზოგადოებას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეს და ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებს აცნობს, და ჰყვება საინტერესო ამბებს.
იგი მოგზაურ, ნიკა ლებანიძესთან ერთად ამჯერად ულამაზეს კახისის ტბაზე იმყოფეროდა და მისკენ მიმავალი გზა საზოგადოებას გაუზიარა.
კახისის ტბა თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1752 მ-ზე მდებარეობს. აღნიშნული ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადი ტბაა. სალაშქრო პერიოდი ტბაზე, გაზაფხულის მიწურულიდან ადრეულ შემოდგომამდე გრძელდება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში 73 წლის ვასილ ტალახაძეს ეძებენ
⭕„ლამაზო და დახვეწილო“ - თათა გიორგობიანი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს