Digest Logo

„ციკლონური მორევი გააგრძელებს უარყოფით გავლენას“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1729263790
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. როგორც იგი აღნიშნავს, ნალექიანი ამინდები ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. 23 სექტემბრიდან კი გამოიდარებს:

„გაუარესებული ამინდის პირობები უახლოეს დღეებშიც არ მოგვცემს მოსვენებას.

სანაპირო კურორტებზე ყველგან ძლიერი ნალექი შენარჩუნდება, იწვიმებს ასევე, დასავლეთის დაბლობზე და ზოგან აღმოსავლეთის ბარში, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს, მაღალმთიან ზონაში პირველი თოვლი მოვა.

ქვეყნის დიდ ნაწილზე ციკლონური მორევი ფაქტობრივად გააგრძელებს უარყოფით გავლენას მომდევნო 3 დღის განმავლობაში, რამაც შესაძლოა განავითაროს სტიქიური პროცესები.

საქართველოში 23 ოქტომბრიდან გამოიდარებს და ციკლონს ანტიციკლონი ჩაანაცვლებს, რაც ძირითადად მცირეღრუბლიან და მშრალ ამინდს განაპირობებს“, - წერს კობა ფარტენაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თბილისში 73 წლის ვასილ ტალახაძეს ეძებენ

⭕„ლამაზო და დახვეწილო“ - თათა გიორგობიანი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს

⭕„განსაკუთრებული ენერგია გაქვთ და შეგიძლიათ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის