Digest Logo

🎥 „ფული და წარმატება მოდის იმ ადამიანებთან, ვინც ცხოვრებით ხარობს! არ ლაპარაკობენ პრობლემებზე, არ წუწუნებენ“ - ნინი ქარჩავა

1793357056
ნინი ქარჩავა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, რომელიც ადამიანებს ფულთან მიმართებით აქვთ, არის რწმენა, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია წვალება, მუდმივი დაძაბულობა და ტანჯვა. თითქოს, რაც უფრო მეტს ვიტანჯებით, მით უფრო მეტად ვიმსახურებთ სიმდიდრეს, თითქოს ფული მხოლოდ მსხვერპლის, გადაღლისა და საკუთარი თავის გამოფიტვის სანაცვლოდ შეიძლება მივიღოთ.

მაგრამ ვინ თქვა, რომ წარმატება აუცილებლად ტკივილთან უნდა იყოს დაკავშირებული?

ტანჯვა არ არის წარმატების საზომი და არც ფულის მიღების წინაპირობა. შრომა მნიშვნელოვანია, მიზანდასახულობა აუცილებელია, მაგრამ არსებობს განსხვავება შრომასა და საკუთარი თავის განადგურებას შორის. შეგიძლია იმუშაო მონდომებით, განვითარდე, შექმნა ღირებულება და ამავდროულად შეინარჩუნო შინაგანი სიმშვიდე, ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი - აღნიშნულ თემაზე ,ცნობიერების განვითარების მენტორი ნინი ქარჩავა საკუთარ „იუთუბ“ გადაცემაში საუბრობს:

„ფული და წარმატება მოდის იმ ადამიანებთან, ვინც ცხოვრებით ხარობს! არ ლაპარაკობენ პრობლემებზე, არ წუწუნებენ. 

დღეს რომ ბევრი ფული მქონდეს, არ მჭირდებოდეს სამსახურში წასვლა და შემდეგ ოჯახზე ზრუნვა, ფინანსების გამომუშავება, რას გავაკეთებდი სიამოვნებით?

ეს კითხვა დაუსვით საკუთარ თავს და მარტივად მიხვდებით, რისი გაკეთება გსიამოვნებთ. ტელეფონის „სქროლვის“ ნაცვლად აკეთეთ ის რაღაცები. ვიღაც იტყვის, ვიმოგზაურებდიო, კი იმოგზაურებდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ იცი სად წახვიდოდი.

თუ იცი სად წახვალ, ვთქვათ პარიზში, მილანში, ბარსელონაში, რას ნახავ იქ?

რატომ მიდიხარ?

რისი ნახვა გინდა?

ჯერ გაარკვიე და დაფიქრდი, ნამდვილად გინდა თუ არა იქ წასვლა. შეიძლება საერთოდაც არ გინდა.

აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ იოლი დოფამინის მიღება. ასევე ტვინს სჭირდება გააზრება, დარწმუნება, რომ ტელეფონი, სერიალები და სხვა ბევრი რამ საზიანოა თქვენთვის. უნდა დააჯეროთ ტვინს, რომ აღარ „სქროლოთ“. როდესაც ტვინში გაქვს კოდი, რომ „სქროლვა“ გაზიანებს, მაქსიმალურად აღარ დაუთმობ დროს. 

დილიდან ჩამოწერეთ რამდენიმე აქტივობა, წინასწარ განსაზღვრეთ, რა გაქვთ გასაკეთებელი, რომ თავისუფალი დრო აღარ გქონდეთ, ამ საქმისგან კი მიიღეთ სიამოვნება. 

თქვენი სხეული მუდამ უნდა იყოს სიამოვნების განცდაში თუ გინდათ, წარმატებას მიაღწიოს“, - ამბობს ნინი ქარჩავა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნუ ჰგონია საზოგადოებას, რომ ის, ვინც ფსიქიატრთან მიდის არის სუსტი...“ - ნინო ოკრიბელაშვილი

⭕ჯულია რობერტსის სტილი, რომელიც დროს უძლებს - რა ხდის მის ჩაცმულობას გამორჩეულს

⭕„ეს არის უმძიმესი დანაკარგი, მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“ - სტუდენტი ლუკა კალანდია გარდაიცვალა

✕