20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი - ნოდარ ათუაშვილია.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის უფროსის მოადგილე - მარიამ ზედგინიძე გამოეხმაურა და სამძიმრის წერილიც გამოაქვეყნა.
„გარდაცვლილი სამართალდამცველი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი - ოთარ ღვინაშვილია.
ის მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ღვინაშვილი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს“, - ვკითხულობთ პოსტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „როგორც ხდება საქართველოში - როცა მიდის ადამიანი, მერე უფრო და უფრო აფასებენ“ - ნინო სუხიშვილი
🔵 საზოგადოება ბუბა კიკაბიძეს უკანასკნელ გზაზე ტაშით აცილებს - ემოციური ვიდეო
🔵 „ვტირი! უბრალოდ ვზივარ და ვტირი! ჩემი ბავშვობა გაფრინდა! წავიდა!“ - ნანა ბუთხუზი