Digest Logo

„როგორც ხდება საქართველოში - როცა მიდის ადამიანი, მერე უფრო და უფრო აფასებენ“ - ნინო სუხიშვილი

1674137376
ნინო სუხიშვილი და ბუბა კიკაბიძე

15 იანვარს მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.

მოცეკვავე ნინო სუხიშვილი მას გამოემშვიდობა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

🎥 საზოგადოება ბუბა კიკაბიძეს უკანასკნელ გზაზე ტაშით აცილებს - ემოციური კადრები

„ძალიან მიყვარდა ბუბა კიკაბიძე, რომელიც ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო. ილიკოს, ნინოს მეგობარი. თენგიზის, ერთად სწავლობდნენ სკოლაში, მთელი ახალგაზრდობა, ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული, უდიდეს პატივს ვცემდი.

ძალიან მიყვარდა, ის იყო ნამდვილი ლეგენდა, თბილისელი. ის იყო პიროვნება, რომელიც ძალიან დიდი პატივისცემის ღირსია. თბილისს, საქართველოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიციით, ნიჭით, პატრიოტიზმით ძალიან დააკლდება. მისი სიმღერები ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში, თაობები ნამდვილად გაიხსენებენ მას... როგორც ხდება საქართველოში - როცა მიდის ადამიანი, მერე უფრო და უფრო აფასებენ“, - ამბობს სუხიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მომღერალი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.   

აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️

🎥 „ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებია“ - სოფო ნიჟარაძე სააკაშვილის მეოთხე შვილისთვის ნაჩუქარ ბინაზე

როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - დაათვალიერეთ ფოტოები

ბუბა კიკაბიძე ე.წ კანონიერ ქურდებთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს გაბრიჭიძე