15 იანვარს მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.
ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში მსახიობი - ნანა ბუთხუზი გამოეხმაურა და სახალხო არტისტი უკანასკნელ გზაზე გააცილა.
„ვტირი! უბრალოდ ვზივარ და ვტირი!
წავიდა! ჩემი ბავშვობა გაფრინდა!
დიდი მადლობა, ბატონო ბუბა! მადლობა თქვენ, იმ სიამაყის, ღირსების, ადამიანობის, დიდსულოვნებისა და თავისუფლების შეგრძნებისათვის, რომელიც დაგვიტოვეთ თქვენი შემოქმედებითა და განვლილი ცხოვრებისეული გზით! სიყვარულით გემშვიდობებით! მარად ჩვენ გულებში ცოცხალმა და გამარჯვების ნათელ გზაზე მიმავალმა დაგვიტოვა გზა, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ! ჩვენ გავიმარჯვებთ! დიახ, გავიმარჯვებთ საკუთარ თავზე! ღირსეულად!
მიყვარხართ!“ - წერს ბუთხუზი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე