Digest Logo

„გადაიყვანა მკვდარი ძაღლი ექსპერტიზაზე, ბანერი დაბეჭდა „SOS აქ ცოფით მოკვდა ძაღლი“ - ვინ არის მაღაზიის მეპატრონე, რომლის წყალობით დადგინდა იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

1703142202
ნინჩო ჯიბლაძენინჩო ჯიბლაძე

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა. ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

ბავშვის დაკაწვრის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში 18 დეკემბერს შევიდა. შეტყობინების ავტორი აცხადებდა, რომ მოკვდა ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე დაკაწრა ბავშვი. ის ითხოვდა ჩატარებოდა მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევა.

ვინ არის ადამიანი, რომელმაც განგაშის ზარი შემოჰკრა და ყველა უწყება ჩართო ამ საქმის გამოძიებაში? - „გალფის“ PR სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში გმირ ჯაბას ისტორიას გვიამბობს, რომელმაც ბავშვის პოვნაში უდიდესი როლი ითამაშა.

„ეს ფანტასტიკური და ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ:

გუშინწინ განგაშის ზარი რომ შემოჰკრა, ბავშვის და ძაღლის ამბავზე, ამ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ ორი სიტყვა.
ცნობილი ხილ-ბოსტნის მაღაზიის მმართველი, ჯაბა - გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველა სიტუაციაში შეძლებს იყოს გმირი და არის კიდევაც, ამაში ეჭვი არ მეპარება.

ეს ამბავი კი, რომელმაც ყველა ასე დაგვზაფრა და გაგვაერთიანა, ასე დაიწყო:

ჯაბას ხილბოსტანთან მცხოვრებმა და მის მიერ შეფარებულმა ძაღლმა გაკაწრა ბავშვი. ბავშვის მამა მივიდა ადგილზე და სთხოვა ჯაბას თვალყური ედევნებინა ძაღლისთვის. შემთხვევიდან 10 დღეში მამა ისევ მისულა ხილბოსტანში. ჯაბასაც მიუხარებია მამისთვის, რომ ძაღლი კარგად გრძნობდა თავს. ზუსტად 20 დღეში კი ძაღლი მკვდარი იპოვნა და აქ იწყება რიგი რეაგირებისა, რომელსაც თვალს ვადევნებდი ამ დღე-ნახევარში და არაფრით არ შემიძლია თქვენც არ გაგიზიაროთ.

ჯაბამ:

- გადაიყვანა მკვდარი ძაღლი ექსპერტიზაზე. ცოფის დადგენის შემდეგ, სასწრაფოდ გაავრცელებინა განცხადება სურსათის უვნებლობის სამსახურს, რომ იძებნებოდა ბავშვი, რომელიც მისი მაღაზიის მიმდებარედ გაკაწრა ძაღლმა.

- ჯაბა წავიდა პოლიციაში, მისცა ჩვენება და პოლიციასთან ერთად დაიწყო ოჯახის ძებნა.

- ამასობაში მისმა დროულმა და უზუსტესმა განცხადებამ, სოცმედია სივრცე სრულად დაფარა. ბავშვს და მის ოჯახს ეძებდა ყველა.

- ჯაბამ ჩამორეკა ყველა სააგენტოში, სადაც შეიძლებოდა ჩატარებულიყო მსგავსი ტიპის აცრა. მის სავარაუდო მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტოებმა დაიწყეს შესაფერისი მონაცემების მქონე ბავშვის ძიება.

- გუშინ დილასვე სკოლებში, ოჯახებში დაიგზავნა საინფორმაციო სმს-ები, მათთან ვისი მონაცემებიც მეტ ნაკლებად ემთხვეოდა ბავშვისას.

- ჯაბა დილიდან ხვდებოდა მედიას, აძლევდა ძალიან კონკრეტულ და ზუსტ ინტერვიუებს და ყველა პლატფორმიდან ცდილობდა ხმა მიეწვდინა მამისთვის.

მე გამიმართლა და ვიპოვე ჯაბა გუშინ დილას ადრიანად. რომ ვესაუბრე მივხვდი, ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, ეს იყო ამ ადამიანის მიერ უსწორესად დაგეგმილი და მართული კრიზისული სიტუაცია. ის ყველა არსებულ და არარსებულ რესურსს იყენებდა ბავშვის მამის მოსაძებნად. და აი რა მითხრა მე და რამ გამაოგნა საბოლოოდ:

- მე ახლა სარეკლამოში მივდივარ, ბანერი უნდა დავბეჭდო წარწერით „SOS აქ ცოფით მოკვდა ძაღლი“ - წითელი ასოებით, თეთრ ფონზე / იმიტომ რომ ხომ შეიძლება ბავშვის მამას არ ჰქონდეს ფეისბუკი, არ უყურებდეს ტელევიზორს… ცხრა მეტრი სამზე იქნება ეს ბანერი, მე ჩემი ფულით დავაბეჭდინებ, მოვიყვან მანქანას და თოკებით გავაბამ დიდ ტრასაზე, ეგებ თვისებაში აქვს მამას აქ ჩავლა და ჩაივლის ყურადღებას მიაქცევს და ვიპოვით ბავშვს.
ეჭვი არ შემპარვია მის სიმართლეში. დავბეჭდეთ ბანერი, 9/3 მეტრზე. რომ ვაკრავდით მამაც გამოჩნდა…

სხვანაირად ვერ იქნებოდა, რადგან ზუსტად ჩვენზე, მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს რესურსზე, ვაკეთოთ სიკეთე, ვაკეთოთ საქმე, ვაკეთოთ გულით, ვაკეთოთ მაქსიმუმი რაც შეგვიძლია / მხოლოდ ამაზეა ყველაფერი დამოკიდრბული და ჯაბა, თავისი ცხოვრებით და თავისი უნარებით, თავისი ადამიანობით და სულგრძელობით უკვე არის ნამდვილი გმირი!

და არა მხოლოდ გმირი / საუკეთესო მენეჯერი, მმართველი და კრიზისს მენეჯერიც!

ამიტომაა საქართველო რომ მოვიდა აქამდე, ამიტომ ზუსტად რომ არსებობენ ჯაბასნაირი ადამიანები! ყველაფრისთვის მადლობა შენ, ჯაბა“,- წერს ჯიბლაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵 „ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ზუსტი ასლი ხარ. სინამდვილეში ჩემზე ბევრად მეტს მიაღწევ...“ - მიხეილ სააკაშვილი უმცროს ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს

🔵 ჩინეთში მომხდარ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

🔵 22 დეკემბრამდე საქართველოში ცივი ამინდია მოსალოდნელი