სრულად არხი „ტელესკოლა“ ,„დღის კოდი“, „ფერმა“, , „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“
„ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“, „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“, „კაცები“ - ეს იმ გადაცემების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს „პირველი არხის“ ეთერში აღარ გავა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებით ეხმაურება ბოლო დღეებში გახმაურებულ ამბებს დავით გორგილაძის გადაცემის დახურვის თაობაზე და წერს, რომ ამის მიზეზი მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებაა, რომლითაც შეიცვალა მაუწყებლის დაფინანსების მოდელი და წესი.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამას ისიც ემატება, რომ 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, რაც უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, „რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი წერს, რომ არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამა და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, თუმცა რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.
„კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით“.
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ გარდა, პირველ არხზე ასევე იხურება:
სრულად არხი „ტელესკოლა“
„დღის კოდი“
„ფერმა“
„თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“
„ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“
„ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“
„კაცები“
ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან.
„გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 14 დეკემბერს, გუშინ კი დასრულდა ყველა პროექტის შემოქმედებით ჯგუფებთან პირისპირ კომუნიკაცია, დღეს გაცნობებთ არსებულ ვითარებას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რადგან ინტერპრეტაცია მხოლოდ ხელს შეუშლის რეალური სურათის დანახვას“, - წერია საზმაუს განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უკომპრომისოები უნდა ვიყოთ, ევროპული ღირებულებები არ მოვა ზემოდან“ - ნინა კასრაძე