მომღერალი ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ფილტვის თანდაყოლილი მანკი აღმოაჩნდა, რომლის შესახებაც მიმდინარე წლის ზაფხულში შეიტყო, ახლა კი მან ოპერაცია სტამბოლში გაიკეთა.
„ბარბარობას გილოცავთ ჩემო კარგებო, დაგვიფაროს ყოველგვარი სნეულებისგან!
ჩემი ოპერაცია სტამბოლში ჩატარდა, კლინიკა Florence Nightingale Hospital -ში. ოპერაცია საკმაოდ რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ ღვთის წყალობით ის წარმატებით დასრულდა. ამჯერად გავდივარ რეაბილიტაციას, და თავს მახვევია უამრავი მზრუნველი ექიმი თუ ექთანი…
აღმომაჩნდა თანდაყოლილი ფილტვის მანკი, (ფილტვის სეკვესტრაცია), რომლის შესახებ მხოლოდ ზაფხულში შევიტყვე. აუცილებელი გახდა ფილტვის დაავადებული ნაწილის ამოკვეთა. ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა, რაჭაში გადასახლებული რატომ აღარ ვაზიარებდი შეპირებულ ვიდეოებს…პასუხიც ესაა ჩემო ძვირფასებო.
ვნატრობ მალე გამოჯანმრთელებას და სახლში დაბრუნებას, რომ ისევ ავმღერდე და რაც დავიწყე, ის საქმე მალე დავასრულო - უამრავ ადამიანს მივცე მოტივაცია სოფელში დაბრუნების, წინაპრის კერიის გაღუღუნების
ექიმები ძალიან გულისხმიერები არიან, ახლა მხოლოდ თქვენი სიყვარული და თბილი სიტყვები მჭირდება სრული გამოჯანმრთელებისთვის.
დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა ჩემთვის რთულ პერიოდში, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის
ყველას გიგზავნით სიყვარულს“, - წერს ნინო ბაშარული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: