Digest Logo

„გადაწყვეტილებას მწვრთნელის ნაცვლად, დარბაზში მყოფი აუდიტორია იღებს“ - ლიზი გოზალიშვილი მიმართვას ავრცელებს

1700813234
ლიზი გოზალიშვილი

ქართველი მომღერალი და გერმანული „voice“ - ის მონაწილე ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.

მომღერალი პროექტის შემდეგ ეტაპზე საუბრობს და მაყურებელს ამჟამინდელი ტურის წესებს უხსნის.

„ვოისის შემდეგი ეპიზოდი ზუსტად 24 საათში დაიწყება. თუმცა, იქამდე, გაგაცნობთ წესებს, რომლებიც მხოლოდ ამ ტურში ამოქმედდება.


„Teamfights (,,გუნდების ბრძოლა”) გერმანული ,,ვოისის” ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. წინა რაუნდებისგან განსხვავებით, ამჯერად გადაწყვეტილებას მწვრთნელის ნაცვლად, დარბაზში მყოფი აუდიტორია იღებს.
გადაცემის დასაწყისში თითოეული გუნდიდან თითო მონაწილე მღერის. პირველი ოთხი შემსრულებელი ოთხ წითელ სკამს იკავებს. ამის შემდეგ ყოველი მომდევნო გამომსვლელი წითელი სკამის მოპოვებისთვის იბრძვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა გამოიწვიოს სკამზე მჯდომი ერთ-ერთი მონაწილე და იმღეროს მის წინააღმდეგ.
ბოლოს პროცესში ერთვება დარბაზში მყოფი აუდიტორია (განსაზღვრული რაოდენობა), რომელიც ამ ორ მომღერალს შორის ერთ-ერთს, პულტით ხმის მიცემისას ირჩევს.

რაც ყველაზე საინტერესოა, მონაწილემ არასდროს იცის, თუ როდის დგება სცენაზე მისი გასვლის ჯერი. მთელი აზარტი იმაშია, რომ მწვრთნელმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი დრო თავისი მონაწილის გამოსაყვანად, სხვა გუნდების მომღერლების, სკამების შემადგენლობისა და დანარჩენი მწვრთნელების ტაქტიკის მიხედვით.
ნახევარფინალში სულ 12 მონაწილე გადადის. ისინი, ვინც მოპოვებულ სკამს გადაცემის ბოლომდე შეინარჩუნებენ“,- წერს ლიზი გოზალიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებს:

„სრული ჰარმონიის, ტკბობის და ყველა წუთის შერგების ეტაპია ჩემს ცხოვრებაში“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

„ერთი წლის წინ ამ დროს“ - რა ფოტოს აქვეყნებს თათა გიორგობიანი