
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 15 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„ჰოროსკოპი — 15 აგვისტო
მთვარის დღე — 22 / 23
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე კუროში
ვერძი
დღის პირველი ნახევარი შესაფერისია დასასვენებლად. დილიდან რთულად გაერევით საქმეებში, ამიტომ სჯობს რთული ამოცანები არ დაიწყოთ. შეიძლება თავში გაგიჩნდეთ უჩვეულო იდეები — ნუ მოგერიდებათ მათი გაზიარება, შესაძლოა, ვინმემ ძალიან კარგად შეაფასოს. საუბარში იყავით უფრო ინიციატივიანი.
კურო
დილით შეიძლება ენერგიის ნაკლებობა და მოწყენილობა იგრძნოთ, მაგრამ საღამოს ხასიათი და ენერგია გამოგიკეთდებათ. თუ შეგიძლიათ, მნიშვნელოვანი საქმეები საღამომდე გადადეთ. თუ ვინმე თავს არიდებს საუბარს, არ დააძალოთ — სხვა დროს ისაუბრეთ.
ტყუპები
დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. მოდუნების დრო არ არის — იმოქმედეთ, თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან შესაძლებელია შეცდომები. ყურადღებით გადაამოწმეთ თქვენი საქმეები. დღეს მოგიწევთ ბევრი პროცესის კონტროლი როგორც სახლში, ისე სამსახურში. საღამო გაატარეთ მხიარულ გარემოში — დაპატიჟეთ სტუმრები ან თავად ეწვიეთ მეგობრებს.
კირჩხიბი
დილით არ გექნებათ აქტიური განწყობა, მაგრამ შუადღის შემდეგ მზად იქნებით სერიოზული საქმეებისთვის. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე — დღეს ადვილად შეიძლება ვირუსის შეყრა. თუ ვინმე გაგაკრიტიკებთ, ნუ გაიბუტებით — შესაძლოა, მართალიც იყოს. საღამო კარგი დროა გასართობად, არ დარჩეთ სახლში.
ლომი
კარგია, თუ დღეს დაისვენებთ. თუ ეს შეუძლებელია, თავი შეიკავეთ რთული და დამღლელი საქმეებისგან. იმოქმედეთ იმ სფეროში, სადაც კარგად ერკვევით და ზედმეტი ფიზიკური თუ ინტელექტუალური დატვირთვა არ გჭირდებათ. საღამოს სამუშაო უნარი გაგიუმჯობესდებათ — დაუთმეთ დრო სწავლას და თვითგანვითარებას.
ქალწული
სჯობს, თუ დღეს მიმდინარე საქმეებს სხვაგვარად მიუდგებით და მეტი კრეატივი გამოიჩინეთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ენერგიის დაზოგვისთვის სჯობს ნაკლებად ილაპარაკოთ და მეტი საქმე მოასწროთ. ახალ ნაცნობებზე უარი არ თქვათ.
სასწორი
თავიდან აიცილეთ ურთიერთობების გარკვევა და კამათი. ემოციებზე ნუ მოექცევით იმის გამო, რომ რაღაცები არ ხდება თქვენი გეგმის მიხედვით. უკეთესია, მოერგოთ ვითარებას და დაეყრდნოთ სამყაროს ნდობას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით — ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. დაისვენეთ და მოდუნდეთ.
მორიელი
შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც გაგიფუჭებენ ხასიათს, ამიტომ ფრთხილად შეარჩიეთ გარემო. ზოგს შეიძლება მოულოდნელი შთაგონება ეწვიოს და საყვარელ საქმიანობას დაუთმოს დრო. კარგი დღეა დასვენებისთვის.
მშვილდოსანი
დღეს იფიქრეთ იმაზე, რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში, რომ ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდეს. კარგი დროა სწავლების დასაწყებად ან თვითგანვითარებისთვის. საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია გაგახალისებთ — ერთად სადმე წადით.
თხის რქა
დღეს ეცადეთ, ყველაფერს სხვა კუთხით შეხედოთ — იარეთ სხვა ქუჩით, ჩაიცვით ის, რასაც ადრე ვერ ბედავდით. ეს დაგეხმარებათ ჩვეულებრივი რუტინის გარღვევაში და ახალი აზრები მოგივათ. თუ რამე არ ხდება გეგმის მიხედვით, ნუ მოიწყენთ — შესაძლოა, ეს არც გჭირდებოდათ.
მერწყული
შთაგონება დღეს ნაკლები გექნებათ და შეიძლება სამყარო ჩვეულებრივზე ნაკლებად ნათელი და ოპტიმისტური მოგეჩვენოთ. ზოგი იფიქრებს, რა გააკეთოს საინტერესო, მაგრამ სასარგებლო საქმეებიც ნელა წარიმართება. შესაძლოა, არჩევანის წინაშე დადგეთ და გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდეთ.
თევზები
დღეს ბევრი სამუშაო გელით, ამიტომ თავი არ აარიდოთ საქმეებს. სამყაროს სურს, რომ დაასრულოთ გადადებული საქმეები. ამავდროულად, ახალი დავალებებიც იქნება. ნუ მოიწყენთ — პროცესში ჩაერთვებით და დღე პროდუქტიული და საინტერესო გამოვა. საღამოს, სავარაუდოდ, აღარ გექნებათ ძალა გასართობად, სჯობს დაისვენოთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რას გიამბობთ თქვენი მანქანის ნომერი - „ყოველ ციფრს აქვს თავისი მნიშვნელობა“
⭕მარიამ როინიშვილი შვილების ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „ძალიან საყვარლები ხართ“