
მსახიობი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ამბობს, რომ გადარჩა.
როგორც მისი კომენტარებიდან ირკვევა, მსახიობი ავარიაში მოჰყვა.
„ავარიაში მოვყევი, საჭესთან მე ვიჯექი, მარტო ვიყავი მანქანაში. წინ გაჩერებულ მანქანას შევასკდი მთელი სიჩქარით სანაპიროზე. არაფერი მჭირს, გადავრჩი“, - წერს ნანუკა გულუა.
ნანუკა გულუას პოსტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა:
„მადლობა ღმერთს, რომ კარგად ხარ.
ღმერთს მადლობა მარტო იყავი, გილოცავ გადარჩენას.
ნანუკა ღმერთს უყვარხარ ჩემო ოქრო გოგო. ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი“, - წერენ მსახიობის პოსტზე.
„მეგობრებო ვერ გპასუხობთ, მაპატიეთ! გადავრჩი, მეორედ დავიბადე ღვთის წყალობით... შოკიდან გამოვალ და ყველას გიპასუხებთ“,- წერს ნანუკა გულუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: