Digest Logo

„გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა“ - ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

1734856145
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს 42 წლის მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ზუსტად 12 საათზე თავზე ხელი გადაუსვით... ახალ წელს ნუ შეხვდებით მხოლოდ ქალების გარემოცვაში...“ - რჩევები ეზოთერიკოსგან, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა შეასრულოთ

🎥 „ნაძვის ხეზე მოთავსებულ ბამბას ცეცხლი წავუკიდე და ასეთი სილამაზე ჯერ არ მინახავს“ - როგორ აღნიშნავს გია ჯაჯანიძე ახალ წელს?