Digest Logo

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს ქართველი თავმჯდომარე ეყოლება - სოფო კილაძე პირველია საქართველოდან, ვინც აღნიშნულ პოსტს დაიკავებს

1747134858
სოფო კილაძე

სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. სოფო კილაძე პირველი ქართველია, ვინც გაეროში ამ პოსტს დაიკავებს.

„დღის წესრიგი ითვალისწინებს გაეროს სხვა ორგანოებთან სპეციალურ სააგენტოებთან და სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობის განხილვას. კომისია განაგრძობს დისკუსიებს თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა რელევანტურ ორგანოებთან თანამშრომლობის გაუმჯობესება, რათა გავაძლიეროთ ბავშვთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა.

კომიტეტი ასევე განაგრძობს დისკუსიებს მისი სამომავლო მუშაობის ორგანიზების თაობაზე, რასაც მოჰყვება სახელმწიფოთა ანგარიშების გათვალისწინება“, - განაცხადა სოფო კილაძემ სხდომაზე.