
„დღეს სიყვარულს, ემოციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სამყარო გაძლევთ იმის საშუალებას, რომ საკუთარი თავი შეიყვაროთ. ამის შემდეგ კი რა თქმა უნდა თქვენი გარემოც“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება, 15 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი - საშუალება გეძლევათ საჩუქრები გააკეთოთ ახლობლების გასახარებლად. სწორი ემოციით, სწორი სიტყვით გაახარეთ ირგვლივ მყოფები.
ლომი - სიყვარულის ენერგია უნდა გაიზარდოს, ძალა, რაც შენშია მოდის ემოციებიდან უნდა გადაზარდოთ მიმღებლობაში.
მშვილდოსნები - საკუთარ თავში გაქვთ ძალა, რაც დაგეხმარებათ იპოვოთ სწორი ადგილი, ემოცია, განცდა და სწორი რეცეპტი წარმატების.
ტყუპები - გეძლევათ საშუალება თქვენი ჯანმრთელობა, ფიზიკური მდგომარეობა, სულიერება გამოასწოროთ. „რელაქსის“ დროა.
სასწორი - რომანტიკა, კომუნიკაცია, მეგობრობა მნიშვნელოვანია და ამ კუთხით დადებითი დღეა. გაცვალეთ ინფორმაცია, სწორი ემოციებით მიჰყევით დღეს.
მერწყული - აუცილებელია აქტიურობა, ნუ დარჩებით სახლში, მაქსიმალურად ახლოს იყავით გარემოსთან, ჩაიცვით ნათელი ფერები.
კურო - მნიშვნელოვანია კავშირი მიწის ენერგიასთან, ყვავილთან, ხესთან, მცენარესთან, ცხოველებთან.
ქალწული - სწორი ოცნება მნიშვნელოვანია, დასახეთ ოცნებები 2-3 წელში როგორი იქნება თქვენი ოჯახი, შექმენით ის ოცნება, რაც გინდათ აგისრულდეთ.
თხის რქა - არ აწყენინოთ მეგობრებს, ახლობლებს, მშობლებს, საყვარელ ადამიანებს, კოლეგებს. ეცადეთ, გამოიწვიოთ სიმშვიდე და არ იყოთ აგრესიულები.
მორიელი - გაუფრთხილდით ბასრ ნივთებს, საკუთარი სხეული არ დაიზიანოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაადგილების დროსაც.
კირჩხიბი - გიმართლებთ და შეიძლება თქვენი სურვილების ასრულების დღე იყოს. თუ გახსოვთ რა ჩაიფიქრეთ წარსულში, ელოდეთ ასრულებას, თუ გარისკეთ წარსულში დღეს მიიღებთ ჯილდოს.
თევზები - განსაკუთრებული ძალა ექნება თქვენს ლოცვას, მედიტაციას, საკუთარ თავთან განმარტოება. დღეს თქვენი გონების საშუალებით შეგიძლიათ სასწაულები გამოიწვიოთ თქვენს ცხოვრებაში.
შაბათ-კვირის ენერგია ფინანსური კეთილდღეობისთვის დადებითია. მცირედი რიტუალი, რომ ეს დღეები პოზიტიურად გამოიყენოთ:
აიღეთ თეთრი კონვერტი, დააწერეთ სურვილი, რისთვის გჭირდებათ ფინანსური კეთილდღეობა და ჩადეთ მასში პირველი კუპიურა დღეს“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასე დარაჯობს თუ არ შევახსენეთ, რომ კვების დროა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
⭕შაკიკის პრევენციის ახალი ნაბიჯი - გიორგი ფხაკაძე წამალზე წერს, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს