გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მათივე ცნობით, საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: