
მომღერალი სოფო ბედია და მისი მეუღლე, სპორტსმენი მიშა მესხი ხშირად ჩნდებიან საზოგადოების წინაშე სხვადასხვა გადაცემაში. მათი წყვილი მუდამ განხილვის საგანია, და ხშირად იუმორისტულ პოსტებსაც უძღვნიან.
სოფო ორი შვილის დედა გახლავთ, რომელიც მუდამ არაჩვეულებრივ ფორმაშია.
ამჯერად მომღერალი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც მეუღლეზე ისაუბრა:
„მიშა მესხის ცოლი ვარ, დღეიდან გადაწყდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად არტისტისთვის მეორე ნახევარს. ყველანაირად გვერდში მიდგას და მგულშემატკივრობს. გაგიმარჯოს ღმერთმა, მინდა გითხრა ჩემო მიშა მესხო.
ლაკონიურად მეტყვის ხოლმე დროზე, დაიწუწუნებს რომ ოჯახთან გავატარო დრო. თუმცა მან ჰო იცის ვინ მოიყვანა ცოლად. შესაბამისად მზად უნდა ყოფილიყო და არის კიდევაც.
კამათი ოჯახში ყოველთვის არის, არ მოვატყუებ საზოგადოებას, კარგადაც ვკამათობთ და გემრიელადაც ვრიგდებით. მთავარი ის არის, რომ გვიყვარს ერთმანეთი და გვაქვს პატივისცემა. ვმეგობრობთ, ვძმაკაცობთ. ყველანაირად ვუდგავართ გვერდით ერთმანეთს და გვყავს ორი ულამაზესი შვილი“, - ჰყვება სოფო ბედია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 არსებობს თუ არა უსაფრთხო რუჯი და იწვევს თუ არა მზისგან დამცავი სიმსივნეს? - დერმატოლოგის რჩევები
⭕„ღმერთო, რა სილამაზეა...“ - რუსკა ქარქაშაძის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕„ყოველ დღე რომ მაოცებ...“ - ლინდა ადამია ახალ კადრებს აქვეყნებს