Digest Logo

გაირკვა მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა - მას ვაქცინაცია დაწყებული აქვს

1703075176
ძაღლიძაღლი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„2024 წელს იქნება მცდელობა ახალი პანდემიის შექმნის, დიდი ცვლილებების წელი გვიახლოვდება“ - მიხეილ ცაგარელი

🔵 🎥 „დედა, გთხოვ სიგარეტის მოწევას თავი დაანებე. ის ვეიპებიც საზიანოა“ - ნანიკო ხაზარაძე შვილს მიმართავს

🔵🎥 „28 წლის ქალმა, ქმარი თოკით გაგუდა... ოჯახი საფრანგეთში 1 წლის წინ, ბავშვის სამკურნალოდ წავიდა“- ახალი დეტალები საფრანგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეში

წყარო: 1tv.ge